საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების გორის ოფისმა დაარსების დღიდანვე აქტიურად დაიწყო სამსახურიდან გათავისუფლებული მოქალაქეების იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფა და სასიხარულოა, რომ ოფისის სამართლებრივი ბრძოლა ხშირ შემთხვევაში წარმატებულად სრულდება.
მიმდინარე წლის ივლისში გორის ოფისის ხელმძღვანელი, ადვიკატი კახა კალმახელიძე, სამსახურიდან გათავისუფლებულ ორ მოქალაქეს დაეხმარა და პროფკავშირების ძალისმხმევით, მათი სამსახურში აღდგენა მოხერხდა.
ცოტა ხნის წინ, პროფკავშირების გორის ოფისს, გორის სამხედრო ჰოსპიტალის აფთიაქარმა, ლია მინდიაშვილმა მიმართა დახმარებისათვის, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლულ იქნა 2013 წლის ივნისში. პროფკავშირმა პირველ ინსტანციაში, გორის რაიონულ სასამართლოში წააგო პროცესი. თუმცა, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ, 2014 წლის 8 ივლისს, სასამართლომ ლია მინდიაშვილი აღადგინა სამსახურში და ჰოსპიტალს დააკისრა განაცდური ხელფასის გადახდა.
მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში, გორის ოფისის დახმარებით ასევე სამსახურში აღსდგა, მონიტორინგის სამსახურის ინსპექტორი, ნანა ბუზღულაშვილი. სასამართლომ ამ შემთხვევაშიც დამსაქმებელს დააკისრა განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
ამჟამად პროფკავშირების გორის ოფისი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ კიდევ ოთხ მოქალაქეს ეხმარება. ოფისის ხელმღვანელს, კახა კალმახელიძეს იმედი აქვს, რომ მათი შემდეგი სასამართლო პროცესებიც წარმატებულად და დასაქმებული ადამიანების სამსახურში აღდგენით დასრულდება.