როგორც საქართველოს სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირების თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძემ განაცხადა, სამი დღის წინ საწარმოდან 350 მუშა უკანონოდ გაათავისუფლეს და საწარმოს ხელმძღვანელობა დამატებით კიდევ რამდენიმე ასეული მუშის გათავისუფლებას გეგმავს.
დოლაბერიძე „აზოტის“ თანამშრომლების უფლებების დაცვის მიზნით ქარხანაში ფართომაშტაბიანი გაფიცვის მოწყობასაც არ გამორიცხავს.
„ჩვენი მოთხოვნებია, სასწრაფოდ იქნას აღდგენილი სტატუს-კვო, ეს ადამიანები უკლებლივ ყველა დაუბრუნდნენ სამუშაოს. ამის შემდეგ, კომპანიამ კეთილი უნდა ინებოს და აუხსნას საზოგადოებას, პროფკავშირს, დასაქმებულებსა და მთავრობას, რითი იყო განპირობებული ამ გადაწყვეტილების მიღება იმიტომ, რომ ეს ქარხანა ერთ-ერთი წარმატებულია საქართველოში – „აზოტი“ თავის პროდუქციას 90-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის. ჩვენი შემდგომი ნაბიჯები იქნება ის, რომ აბსოლიტურად ყველა მეთოდს გამოვიყენებთ ამ ადამიანების დასაცავად, მათ შორის, არ გამოვრიცხავთ ფართომაშტაბიანი გაფიცვის წამოწყებასაც, გააჩნია მოვლენები როგორ განვითარდება. ხვალ, დაგეგმილია სშეხვედრა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან და ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებთ გამარჯვებამდე“, -განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.
“რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებული მუშები საწარმოს ადმინისტრაციის შენობასთან მორიგ საპროტესტო აქციას მართავს.