მიმდინარეობს საიტის განახლება

საკონსტიტუციო სასამართლომ პროფკავშირელების სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო

ქალაქ ბათუმში მდებარე საკონსტიტუციო სასამართლომ პროფკავშირების წევრი მოქალაქეების: რკინიგზელი ილია ლეჟავასა და მეხანძრე–მაშველის, ლევან როსტომაშვილის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. ფიზიკური პირები შრომის კოდექსში არსებული იმ პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც, სპეციალური რეჟიმის მქონე საწარმოებში თანამშრომელთა სამუშაო დრო 8 საათით აღემატება ჩვეულებრივ სამუშაო დროს, ანუ ნაცვლად 40 საათისა, სახანძრო, საგანგებო, სამაშველო და სხვა მსხგავს სამსახურებში რიგ პოზიციებზე კვირის განმავლობაში სამუშაო განაკვეთი 48 საათს შეადგენს.

მოწმეს სახით დაიკითხა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, გოჩა ალექსანდრია. სასამართლოზე წარმოდგენილ იქნა სახალხო დამცველის , “სასამართლოს მეგობარი” რაც ასევე უპრეცედენტო ფაქტია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტის, რაისა ლიპარტელიანი განცხადებით, სამუშაო განაკვეთი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 14-ე მუხლს. 30-თე მუხლის პირველი ნაწილით კი ირღვევა მათი შრომის ანაზღაურებაც, რამდენადაც ზეგანაკვეთური საათები ჩვეულებრივ შემთხვევაში 40-საათის ზემოთ ითვლება, სპეციალური რეჟიმი ქონე პოზიციებზე კი 48 საათის ზემოთ. სარჩელი ერთ შემთხვევაში საქართველოს რკინიგზის თანამშრომელმა, ხოლო მეორე შემთხვევაში თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სამსახურის თანამშრომელმა საკონსტიტუციო სასამართლოში გასული წლის შემოდგომაზე შეიტანეს.

ილია ლეჟავა, ერთ–ერთი მოსარჩელე: “პროცესი ძალიან საინტერესო და დატვირთული აღმოჩნდა. გაიწელა 5 საათზე მეტ ხანს. გამოცხადდა ორი შესვენება. რის შემდეგაც პარლამენტის წარმომადგენელმა დასკვნით ნაწილში შუამდგომლობა დააყენა დამატებით კვლავ იქნას გონივრული ვადით გადადებული საბოლოოდ დასრულება პროცესის რაც მოსამართლემ იმის გათვალისწინებით რომ სახალხო დამცველის “სასამართლოს მეგობარი”ს სრული ვერსია გუშინ ჩაბარდა მხარეებს, მოპასუხეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომის საბოლოო დასრულება გონივრული ვადით გადადო“.

მოსარჩელეთა განმარტებით, სამუშაო დროდ კვირაში 48 საათის განსაზღვრა მათ ართმევს შესაძლებლობას, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენენ ეს დრო, მათ შორის, იზრუნონ პირად ცხოვრებაზე, რაც მათი აზრით, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით გარანტირებულ მათ შრომის თავისუფლების უფლებას.sakonstitucio