საერთაშორისო პროფკავშირის კონფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა ხვალ, 20 ოქტომბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში გაგრძელდება, სადაც ევროპა საქართველოს საკუთარ გამოცდილებას და რეკომენდაციებს გაუზიარებს სოციალურ და შრომით საკითხებზე.
შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ ევროპაში შრომითი უფლებების გარშემო, პროფკავშირების მომავალზე და შრომით სტანდარტებზე დემოკრატიულ ქვეყნებში, ასევე, თუ რა გამოწვევებს უნდა უპასუხოს საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. 13:00 საათზე, პრესისათვის სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი და ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის გენერალური მდივანი, ლუკა ვისენტინი.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება