8 სექტემბერი, 2014 წელი, ბრიუსელი (ITUC OnLine):
ITUC-ის გენერალურმა მდივანმა, შარან ბაროუმ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს, ჯიმ იონგ კიმს მოუწოდა, რომ მან გაითვალისწინოს შრომითი სტანდარტების მოთხოვნები და შეასწოროს მთავარი სისუსტეები “შრომის დაცვის” პროექტში რომელიც, სულ ეხლა ხანს გამოქვეყნდა.
შარონ ბაროუ: “ჩვენ მივესალმებით მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილებას, რომ მათ განახორციელონ შრომითი უფლებების დაცვის პროექტი. თუმცა, წარმოდგენილი ვერსიის მიხედვით თითქმის არაფერი შეიცვლება მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში დასაქმებული ადამიანებისთვის შრომითი უფლებების დაცვით კუთხით, რადგან ამ დოკუმენტის მიხედვით, შრომის დაცვის პირობები არ შეეხება კონტრაქტით მიღებულ მშრომლებს და მხოლოდ ძალიან შეზღუდული პირობებით ისარგებლებენ საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები. ბანკის მიერ წარდგენილი “შრომის დაცვის ინსტიტუტი“ მხოლოდ ქაღალდზე იარსებებს.”
ბაროუმ დასძინა, რომ ასეთი შეზღუდვები არც მსოფლიო ბანკის კერძო სექტორის კრედიტის გამცემ IFC-ის მიუღია 2006 წლის შრომის დაცვის წესებში, არც ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს მიუღია 2008 წელს და არც აფრიკის განვითარების ბანკს 2013 წელს.
“ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ყველა სხვა ბანკებისთვის შრომის დაცვის პროექტებში არის ამ დოკუმენტით მონიჭებული უფლებების გავრცელება ყველა კონტრაქტორზე და სუბკონტრაქტორებზე, რათდგან ეს მშრომლები იძულებითი შრომის ყველაზე დიდი რისკის წინაშე დგანან. შემოთავაზება, რომელიც ამ კატეგორიის მშრომლებზე არ გავრცელდება, ხელს შეუწყობს სახიფათო შრომითი პირობების, ბავშვთა შრომის, გაუცემელი ხელფასების და ასოციაციის შექმნის უფლებების შელახვის ფაქტების ზრდას ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში”.
მეორე მთავარი სისუსტე მსოფლიო ბანკის შრომის დაცვის პროექტში არის ის, რომ იგი მოითხოვს საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის (ILO) სტანდარტების დაცვას მხოლოდ იქ, სადაც ეს სტანდარტები მიღებულია ნაციონალური კანონით. კონკრეტულად, ეს ნიშნავს, რომ თავისუფალი ასოციაციის უფლება და კოლექტიური დავის წარმოების უფლებები მხოლოდ იმ ქვეყნებში შეიძლება გამოიყენონ მშრომლებმა, სადაც ნაციონალური კანონის მიერ ეს ორი უფლება აღიარებული და დამტკიცებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ პროექტის მენეჯერებს უფლება ეძლევათ საპასუხო ზომებს მიმართონ, როდესაც მშრომელები თავიანთ უფლებებს გამოიყენებენ.
“ჩვენ იმედი გვაქვს და ველით იმას რომ მსოფლიო ბანკი დაეწევა სხვა განვითარების დამფინანსებელ ორგანიზაციების მიერ მიღებულ შრომითი სტანდარტების პროექტებს და არ შეაფერხებს პროგრესს იმ შრომითი დაცვის პროექტის მიღებით რომელიც შეზღუდვებით და გადასახადებისგან განთავისუფლებით არის სავსე” – დასძინა ბაროუმ.
შარან ბაროუს განცხადებით, ITUC, გლობალური პროფკავშირების ფედერაციები და ნაციონალური პროფკავშირების ცენტრები თავიანთ მოსაზრებებს გააცნობენ საზოგადოებას და მსოფლიო ბანკს კონსულტაციის შეხვედრებზე, რომელიც დაგეგმილია მოსფლიო ბანკის მიერ უახლოეს თვეებში და მიეძღვნება ახალი სოციალური და ბუნების დაცვის პოლიტიკის წარმოებას.
ITUC/გლობალური პროფკავშირების ვაშინგტონის ოფისის ანალიზი მსოფლიო ბანკის მიერ წარდგენილ შრომის დაცვის პროექტში არსებულ მთავარ სისუსტეებზე შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ: