მიმდინარეობს საიტის განახლება

საგანგაშო სტატისტიკა – 40 გარდაცვლილი 6 თვეში

პროფკავშირების გაერთიანების განცხადებით, მიმდინარე წელს საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ბევრად აჭარბებს  2015 წლის მონაცემებს. პროფკავშირებმა შინაგან საქმეთა სამნისტროდან ოფიციალური მონაცემი გამოითხოვა, რომლის თანახმადაც 2016 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით (მხოლოდ 6 თვის განმავლობაში) სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა 40 ადამიანი, ხოლო 33 მძიმედ დაშავდა. სტატისტიკა ძალიან საგანგაშოა, ვინაიდან გარდაცვლილთა რაოდენობა 2015 წლის მთელი  12 თვის განმავლობაში 42 გარდაცვლილს შეადგენდა, ხოლო 2016 წლის მხოლოდ 6 თვეში უკვე 40-ს შეადგენს14889979_10154248920578073_1514421202565203005_o 15128849_10206163196238906_6030083733531331977_o. აღსანიშნავია, რომ მდგომარეობის ასეთი რადიკალური გაუარესება ხდება იმ ფონზე, როცა სახელმწიფომ 2015 წელს შექმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, თუმცა ის არ აღჭურვა შესაბამისი ეფექტური უფლებამოსილებითა და ვალდებულებებით.

პროფესიული კავშირების გაერთიანება კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას სასწრაფო ზომების მიღებისა და ქმედითი შრომის ისნპექციის შექმნისაკენ, რომელსაც ექნება ბერკეტები და უფლება დამსაქმებლისგან დაუკითხავად, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შევიდეს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებში და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ფინანსური და ადმინისტრაციული სანქციები გაატაროს კანონის დამრღვევი კომპანიების წინააღმდეგ. ცვლილები დაუყოვნებლივ განსახორციელებელია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად, და არ არის საჭირო ველოდოთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გაწერილი ხანგრძლივი ვადების ამოწურვას. ყოველი დაყოვნებული დღე მორიგი საწარმოო უბედური შემთხვევის გამომწვევია.