საბრძნეთის პროფკავშირების ორგანიზებით დღეს მორიგი გაფიცვების ტალღა დაწყო. გაფიცვები დაკავშირებული იყო ათასობით საჯარო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნასთან, დასაქმებულის ახალ საგადასახადო სისტემასთან, ხელფასების შემცირებასთან და დასაქმებულის დაუცველობასთან. საყოველთაო გაფიცვისკენ მოსახლეობას საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციის (ITUC) წევრმა ორგანიზაციამ – საბერძნეთის პროფესიული კავშირების კონფედერაციამ (GSEE) და სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებამ (ADEDY) მოუწოდა.
საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა, შარონ ბაროუმ, საბერძნეთში წარმოებულ საგაფიცვო მოძრაობასთან დაკავშირებით განაცხადა: “სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები არ არის საკმარისი. უკანასკნელმა შემცირებებმა გააღრმავა სოციალური პრობლემები და ეკონომიკა უკან დახია. სახელმწიფომ აიღო 4 წლიანი რეცესია. ამჟამად ახალგაზრდების 2/3 უმუშევარია.
საბერძნეთის პროფესიული კავშირების კონფედერაცია ადანაშაულებს ე.წ. “სამეულს“ ევროკომისიას, ევროპის ცენტრალურ ბანკს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს ქვეყნის სიღარიბისა და განადგურებაში და მოითხოვს ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომელიც უმუშევრობასთან ბრძოლას ემსახურება“.
http://www.ituc-csi.org/national-strike-in-greece-as