მიმდინარეობს საიტის განახლება

“რუსთავის ფოლადის” თანამშრომლები პროტესტს წყვეტენ. ქარხნის ადმინისტრაციასთან შეთანხმება შედგა!

12.02.2016

 

შპს ,,რუსთავის ფოლადი” -ს ადმინისტრაციისა და დასაქმებულების მორიგი შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა.

 

ადმინისტრაციამ წარმოადგინა შეთანხმების პროექტი,  დასაქებულთა მდგომარეობის შემსუბუქების შესახებ- მათი იძულებითი მოცდენის პერიოდში ყოფნის დროს.

ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას დასაქმებულებს უშუამდგომლოს ბანკებში კრედიტების გადავადებასთან დაკავშირებით.

ასევე იღებს ვალდებულებას, ამ პერიოდში საკუთარი სურვილით სამსახურიდან წასულ თანამშრომელს გადაუხადოს ყველა ის გასაცემელი, რაც მოქმედებს დამსაქმებლის ინიციატივით შრომის კონტრაქტის შეწყვეტისას.

ასევ მენეჯმენტი დებს პირობას, რომ მიმდინარე წლის 10 მარტიდან დასაქმებულები დაუბრუნდებიან სამუშაოს.

პროფკავშირის მოთხოვნით ადმინიტრაციამ აიღო ვალდებულება, ორი კვირის ვადაში გასაყიდად გაიტანოს რაიმე მოძრავი ან უძრავი საშუალებების ნაწილი, რათა იძულებით მოცდენაზე მყოფ თანამშრომლებს გადაუხადონ შარშანელი დავალიანება, რომელიც  ხელფასის 15%-ს შეადგენს.

პროფკავშირის წარმომადგენლებმა იმ დასაქმებულებს რომლებიც არასაკმარისად მიიჩნევენ შემოთავაზებას, შესთავაზა სამართლებრივი დავის გაგრძელება, თუმცა

დასაქმებულთა დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა ხელი მოაწეროს წარმოდგენილ შეთანხმებას.

დღევანდელ შეხვედრაში, ისევე როგორც მთელ მიმდინარე დავაში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირი და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება.