გუშინ დილით “რუსთავის აზოტის” თანამშრომლები საწარმოს ტერიოტორიაზე დაცვის სამსახურმა არ შეუშვა. ხმაური იყო დილიდან საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ქარხნის შესასვლელთან თანამშრომლები მათ გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. მათი განმარტებით, აზოტის ქარხნის ახალმა ხელმძღვანელმა 350-მდე თანამშრომელი სამსახურიდან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლა. დილით მისულ მუშებს საშვები დაბლოკილი დახვდათ და ახალ ხელშეკრულებებზე ხელი აღარ მოაწერინეს. აზოტის ხელმძღვანელობა ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.
რუსთავის აზოტის ირგვლივ მიმდინარე ,,უცნაური“ პროცესების შესახებ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი, ჯერ კიდევ 2016 წლის დასაწყისიდან საუბრობდა და ითხოვდა განმარტებებს და ინფორმაციების გასაჯაროებას.
2016 წლის დასაწყისიდან, კომპანია სოკარის მიერბუნებრივ აირზე თითქოსდა რუსთავის აზოტისთვის არაადექვატური ფასის დაწესების გამო, საწარმო შეფერხებებით მუშაობდა. პარალელურად საქართველოს მთავრობა კომპანიის ადმინისტრაცია აანონსებდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) წარმატებით დასრულებულ მოლაპარაკებას რუსთავის აზოტის ას მილიონ ლარზე მეტით დაფინანსებასთან დაკავშირებით. ყოველივე ამის შემდეგ, 2016 წლის ივლისის თვეში, ბუნებრივი აირის ფასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საწარმო კვლავ გაჩერდა, ამის პარალელურად კი საინფორმაციო სააგენტოების ვებ-გვერდებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიამ გაასხვისა საწარმოს შენობა ნაგებობების და სხვა ძირითადი საშუალებების ნაწილი, ეს ფაქტი კომპანიამ უარყო და დეზინფორმაციად შეაფასა.
იმას რომ არ საჯაროვდებოდა ინფორმაციები, პროფკავშირმა 2016 წლის 15 სექტემბერს ორგანიზება გაუკეთა საპროტესტო აქციას მოთხოვნით: ,,გასაჯაროვდეს ინფორმაციები აზოტთან დაკავშირებით“, რის შემდეგაც ქარხნის მფლობელმა, რომან ფიფიამ ჩაატარა კონტრაქცია და ხალხს უთხრა რომ პროფაკვშირებს პოლიტიკური ინტერესი გააჩნიათ და იმიტომ არიან დაკავებული პოპულიზმით, სინამდვილეში კი ყველაფერი კარგად არის, ეგ კი არა და მომავალ წელს ხელფასების ოდენობის გაორმაგებას ვაპირებო.
2016 წლის 30 იანვარს საწარმო გაჩერდა, ისევ გაჟღერებული ბუნებრივი აირის ფასის პრობლემით, თუმცა ამავე დროს შეიცვალა მენეჯმენტი და პროცესების მართვა დაიწყეს საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა.
2017 წლის 20 იანვრიდან კომპანიამ დაიწყო დასაქმებულთა შემცირებაზე საუბარი. 25 იანვრიდან კი პროცესები მიმდინარეობს სრული კანონდარღვევით, კომპანია აიძულებს ადამიანებს მოაწერონ ხელი სამუშაოდან საკუთარი სურვილით წასვლის განცხადებებს, მერე კი თავად გადაწყვეტს ვის გაუფორმოს ახალი კონტრაქტი, რომელიც ასევე საკმაოდ ბევრ კაბალურ პუნქტს შეიცავს. კომპანია აპირებს სამსახურიდან გაანთავისუფლოს 350-მდე დასაქმებული.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და დარგობრივი პროფკავშირი, ყველა შესაძლო მეთოდით დაიცავს რუსთავის აზოტის დასაქმებულთა უფლებებსა და ინტერესებს.