„რუსთავის აზოტთან“ სამსახურიდან გათავისუფლებული მუშების აქცია გრძელდება

სს „რუსთავის აზოტთან“ სამსახურიდან გათავისუფლებული მუშებისა და პროფკავშირების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია გრძელდება.როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საწარმოს ახალი ხელმძღვანელობა მათ კვლავ სამი თვის განმავლობაში 500-ლარიანი კომპენსაციისა და ერთი თვის ხელფასის გადახდას სთავაზობს, სამსახურში დაბრუნებაზე კი უარს ეუბნებათ.

სამსახურიდან გათავისუფლებული მუშების მოთხოვნა იგივე რჩება – ისინი საწარმოში დაბრუნებას მოითხოვენ და აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.

ქარხნის პროფკავშირების ხელმძღვანელის, გელა ბიჭიკაშვილის განცხადებით, სამსახურში აღდგენის მოთხოვნით 350 მუშა სასამართლოში კოლექტიურ სარჩელს შეიტანს, რასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეგროვებაც უკვე დაიწყეს.

დღევანდელი აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ემიჯნებიან ყველა პოლიტიკურ პარტიას და არ სურთ, რომ მუშების მშვიდობიანი პროტესტი ვინმემ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენოს.

უკვე 10 დღეა სს „რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებული მუშები სამსახურში დაბრუნების მოთხოვნით პროფკავშირებთან და სტუდენტურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საპროტესტო აქციებს მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა სამსახურში აღდგენა, არსებული შრომითი ხელშეკრულებების გაუქმება და პროფკავშირებთან ერთად ახალი შრომითი ხელშეკრულების შედგენაა.

მასშტაბური აქცია შედგა პარასკევსაც. მუშებმა პროფკავშირებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, ჟიული შარტავას მოდნიდან მსვლელობა რუსთავის მუნიციპალიტეტამდე გამართეს მსლველობას ინცინდენტების გარეშე არ ჩაუვლია. ორჯერ მოხდა პოლიციასთან შეხლა შემოხლა, მაშინ როდესაც სამართალდამცველები ძალით ცდილობდნენ პროტესტის მონაწილეთა გზის სავალი ნაწილიდან განდევნას.  16402692_10154555088213073_1187450337969737649_o16402510_10154555088873073_8677495259481794547_o 16402512_10154555085993073_4975566303401051017_o 16423147_10154555088293073_3999743611359609599_o 16402456_10154552609028073_2162976489314109193_o 16402534_10154555089118073_4402642815369310765_o 16402692_10154555088213073_1187450337969737649_o 16402797_10154552633513073_4927336585909716754_o 16463795_10154552649658073_2342308408249099039_o 16463866_10154555082103073_7527039596026454696_o (1) 16486855_10154552631188073_6506150404083933995_o 16486871_10154555088038073_4471057194165699875_o 16487020_10154555086223073_7332840753933315823_o