მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

რკინიგზელი ქალბატონები პროფკავშირის გარდა არავის გახსენებია

ტრადიციულად, ყოველი წლის 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, რკინიგზელ ქალბატონებს საჩუქრად, პრემიის სახით ადმინისტრაცია 50 ლარს ურიცხავდა. სამწუხაროდ, 2015 წლის 8 მარტს, რკინიგზელი ქალბატონები პროფკავშირის მეტს, არავის გახსენებია.

მეტიც, არსებობის ისტორიაში პირველად, არც რკინიგზის ოფიციალური საიტით გავრცელებულა  გენერალური დირექტორის მისალოცი განცხადება… მოკლედ, ქალბატონები წელს დაიჩაგრნენ!

სამაგიეროდ, აგერ უკვე მესამე თვეა ზედიზედ, 13 000_ი რკინიგზელიდან,  600_ზე მეტი პრემიის სახით, ხელფასის 50%_იან დანამატს იღებს! ეს ის რკინიგზელები არიან, რომლებმაც გაფიცვაში მონაწილეობა არ მიიღო. მათი უმრავლესობა, ყვითელი, ადმინისტრაციის შექმნილ და მართული პროფკავშირის პირველადი ორგანიზაციების თავმჯდომარეები არიან. ,,დამსახურებული” რკინიგზელების სიაში მოხვდნენ, უკვე მესამედ,  დეპოს, ცეხის, სადგურის უფროსები, მათი შვილები, დისშვილები, სიძეები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები…

თითოეული მათგანის პრემია, აგერ უკვე ზედიზედ მესამე თვეა, 500 ლარზე ნაკლები არაა… რა დამსახურებით, ვინ და რა მიზნით ურიცხავს რიგით თანამშრომლებს გამონაკლისის სახით პრემიას, რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირისთვის დღემდე გაუგებარი რჩება!გარდა ამისა, რკინიგზის დეპარტამენტში შექმნილია ჯგუფი, რომელიც წინასწარ არკვევს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წევრების ადგილსამყოფელს, და მას შემდეგ როცა დარწმუნდებიან, რომ თანამშრომელი სახლში არ იმყოფება, მის ოჯახს სტუმრობენ. პროფკავშირს  ყოველ დღე ათეულობით ადამიანი მიმართავს და აცხადებენ რომ მიმდინარეობს მათი ოჯახის წევრების დაშინება. მათივე თქმით,  მეუღლეებს, შვილებს, მშობლებს, რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აფრთხილებენ თუ მათი ოჯახის რკინიგზელი წარმომადგენელი არ დატოვებს რკინიგზელთა ახალ პროფკავშირის რიგებს, მათი ოჯახები დიდ ფინანსურ და მატერიალურ ზიანს მიირებენ! არ დაერიცხებათ პრემიები არასდროს და დიდი შანსია სამსახურიც დააკარგინონ…!

ამ და სხვა მსგავსი დისკრიმინაციული ქმედებების შედეგად, რკინიგზელებში უკმაყოფილება დღითიდღე იზრდება. ახალ პროფკავშირს ყოველდღიურად უწევს ,,ცხელ წერტილებში” მუშაობა რათა გაღიზიანებული დასაქმებულების ქმედებები არ გასცდეს კანონის ფარგლებს.

რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა, აღნიშნული ფაქტები უკვე მიაწოდა სახალხო დამცველის აპარატს, პროკურატურას, შრომის სამინისტროს, საპარტნიორო ფონდს, ეკონომიკის სამინისტროს და ელის მათგან რეაგირებას.rkinigza firma