“საქართველოს რკინიგზის” დირექტორთა საბჭოსთან მოლაპარაკებების შემდეგ რკინიგზელთა გაფიცვა გუშინ გვიან ღამით შეწყდა. მოლაპარაკებები 6 საათს გაგრძელდა და “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების“ ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ამის დასტურად მათ შორის ოქმიც გაფორმდა, როთაც რკინიგზის ამდინისტრაციამ პროფკავშირის სამი მოთხოვნის შესრულების პირობა ოფიციალურად წერილობით დადო.
როგორც იცით, დაახლოებით 2000–ზე მეტი რკინიგზელი 14 ნოემბერს გაიფიცა. მათ საკუთარი მოთხოვნები რკინიგზის ადმინისტრაციას ჯერ კიდვე ერთი თვის წინ წაუყენეს, მაგრამ რკინიგზის დეპარტამენტიდან მათი პრობლემებით არავინ დაინტერესებულა. რკინიგზელები პროტესტის ერთადერთ მიზეზად სოციალური და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ასახელებდნენ.
მოლაპარაკების შედეგად, პრობლემის დასაქმებულების სასარგებლოდ გადაწყვეტის შემდეგ, “საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის” თავმჯდომარემ, ვიტალი გიორგაძემ რკინიგზელებს სიხარულით ამცნო, რომ მათი მოთხოვნები: ზეგანაკვეთური ტარიფის ანაზღაურება, შრომისა და სტაჟის მიხედვით სახელფასო დანამატი და პრემიალური სისტემა რკინიგზის ამდნისტრაციის დაპირებით უახლოეს მომავალში შესრულდება. მისივე თქმით, რკინიგზის ხელმძღვანელობასთან სამივე საკითხზე შედგა შეთანხმება. ”
ხოლო საქართველოს რკინიგზის” ფინანსური დირექტორმა, ირაკლი ტიტვინიძემ კი განაცხადა, რომ პროფკავშირების წარმომადგენლებთან კონტრუქციული დიალოგი შედგა.
“საუბრისას გამორიცხულ იქნა ყოველგვარი რადიკალური მოთხოვნები და შეთანხმება იქნა მიღწეული რკინიგზის თანამშრომლების ძირითად საჭირბოროტო საკითხებზე. ეს მოიცავს სამართლიან საპრემიო სისტემაზე მუშაობას, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებას და სტაჟისა და დამსახურების მიხედვით ანაზღაურების სისტემაზე მუშაობას. ეს შეთანხმება გავრცელდება რკინიგზის ყველა თანამშრომელზე”, – აღნიშნა ირაკლი ტიტვინიძემ.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთანების პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, რკინიგზელთა გაფიცვას მოჰყვა მნიშვნელოვანი შედეგები და მისასალმებელია ადმინისტრაციის ნაწილის დამოკიდებულება აღნიშნულ ფაქტთან მიმარტებაში. თუმცა პეტრიაშვილის თქმით ცალკე არის აღსანიშნავი ადმინისტრაციის ნაწილისდა ზოგიერთი მედიასაშუალების ჟურნალისტების პოზიცია გაფიცვასთან მიმართებაში.
“ცალკე აღნიშვნის ღირსია პოზიცია ადმინისტრაციის ნაწილისა და მედიის ნაწილის დამოკიდებულება ამ პროცესების მიმართ. ნეგატიურ კონტექსტში და კონტექსტიდან ამოგლეჯილი, აბსოლუტურად არათანმიმდევრული დამოკიდებულება. ფოთში იმ მიზნით, რომ თითქოს გაფიცვა არ არის ადმინისტრაციის ნაწილის გამოყვანა, სიუჟეტები, რომლებიც ნათესაური კავშირი იკვეთება ჟურნალისტებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შორის დაგეგმილი იმ ფორმატით, რომ პეტრიაშვილი მართავს ამას პეტერბურგიდან ხოლო პეტრიაშვილს კონტრდაზვერვა მართავს და ა.შ. ეს იმისთვის რომ თუ მოლაპარაკება არ შედგებოდა რკინიგზელების ნაწილისთვის გაეჩინათ ისეთი შეხედულება, რომ ამას“ნაციონალები“ მართავენ და თქვენ კიდევ მის გამართულ აქციაში იღებთ მონაწილეობას. ყველაფერი ეს აქცია გაფიცვა არის პირველ რიგში რკინიგზელების დამსახურება. პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ჩართული ვიყავით ამ პროცესებში. ცუდი ამ გაფიცვას არაფერი მოუტანია“, – განაცხადა პეტრიაშვილმა
ამჟამად “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი“ დაპირებების შესრულების მოლოდინშია და გაჩნდა კოლექტიური მოლაპარაკების ხელშეკრულების დადების იმედიც. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ პროფკავშირულ სოლიდარობას ალტერნატივა არ გააჩნია!