ავტორი: ერიკ ლი readability.com
ნოემბერში, ორი დღის მანძილზე, საქართველოს რკინიგზაში დრამა გათამაშდა, რამაც მშრომელთა მოძრაობა საუკეთესო მხრიდან წარმოგვიდგინა. ეს კი ხშირი მოვლენა არ არის საქართველოში, რომლის ყველაზე ცნობილი შვილები გასულ საუკუნეში სტალინი და ბერია იყვნენ.
და მაინც, საქართველოს მშრომელი ხალხის ბრძოლის დიდი ხნის ისტორია გააჩნია. ქართველმა მშრომელთა და სოციალ-დემოკრატიული მოძრაობების ლიდერებმა მოსალოდნელზე მეტს მიაღწიეს რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასა და მეორე ინტერნაციონალში 1917 წლამდელ პერიოდში.
ეს ტრადიცია მეტწილად დავიწყებულ იქნა 1921 წელს საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდგომ ათწლეულებში. თუმცა, გაჩნდა პროგრესის ნიშნები, როგორიცაა, მაგალითად, ახლახანს მომხდარი რკინიგზელთა გაფიცვა, რამაც ახალი ძალა და შემართება შესძინა ქართველ პროფკავშირელებს.
საკითხები, რომლებიც აწუხებდა “საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირს“, ნაცნობად მოეჩვენებათ დიდი ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების მშრომელებს. როგორც ილია ლეჟავა, ზემოთაღნიშნული პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავდა, ეს საკითხები მოიცავდა შემდეგს: “ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, გაზრდილი ხელფასები და სტაჟზე დაფუძნებული დანამატების სისტემა, ასევე წლის ბოლოს მე-13 ხელფასის სისიტემის კვლავ შემოღება“.
პროფკავშირმა ერთიანი გაფიცვის დაწყების დღედ 14 ნოემბერი გამოაცხადა, მაგრამ რკინიგზის კომპანიამ რაც შეეძლო გააკეთა, რომ გაფიცვა შეეფერხებინა და მისი გავრცელება თავიდან აეცილებინა. იმ დროს, როდესაც დედაქალაქ თბილისში გაფიცვა საკმაოდ მასშტაბიანი იყო, დასავლეთ საქართველოში იგი დამსაქმებლის მხრიდან საკმაო წინააღმდეგობას წააწყდა. ზოგიერთი პროფკავშირულ ლიდერთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. მოდიოდა ინფორმაცია, რომ მათ წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა მუქარას.
როგორც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება აცხადებდა: “გაფიცვის ზოგიერთი მონაწილე უცნობი პირები იყვნენ. მათ ფორმები არ ეცვათ, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ ისინი გარკვეული სტრუქტურების წარმომადგენლები იყვნენ“.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ დახმარებისათვის მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას და პასუხად მიიღო სწრაფი რეაგირება საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციისაგან, რომლის შტაბბინა ბრიუსელში მდებარეობს.
საკმაოდ მკაფიო მიმართვაში, რომელიც საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ქალბატონმა შარან ბაროუმ გაუგზავნა საქართველოს ხელისუფლებას ნათქვამი იყო: “მე მეტად შემაშფოთა იმ ინფორმაციამ, რომელიც მივიღე გაფიცვის წინ და მის დროს კომპანიის ადმინისტრაციის მიერ წარმოებული ზეწოლისა და დისკრედიტაციის მცდელობების შესახებ. მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის მაგივრად ადმინისტრაცია ერეოდა პროფესიული კავშირის შიდა საქმემებში და განსაკუთრებით შეკრების უფლების საკითხში. როდესაც გაფიცვასთან დაკავშირებული ინფორმაცია საჯარო გახდა, ადმინისტრაციამ დაიწყო მუშაკების რეპრესიებით დაშინება, იმ შემთხვევაში თუ ისინი გაფიცვას შეუერთდებიან. საზოგადეობის ყურადღების არასწორი გზით მისამართად საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური შეეცადა ჩირქი მოეცხო რკინიგზელთა პროფკავშირისათვის და ასევე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისათვის და მათ ლაპარაკი დაიწყეს შანტაჟსა და საბოტაჟზე. ისინი ასევე ბრალს სდებდნენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელობას პროცესის მართვაში“.
მაგრამ დამსაქმებლის მცდელობებმა – გაფიცვა ჩაეშალათ კიდევ უფრო გააძლიერა ეს მოძრაობა. როგორც საქართველოს პროფკაშირების ერთ–ერთმა ლიდერმა განაცხადა თავის ელექტრონულ წერილში“ “რკინიგზის დასავლეთი ნაწილის მშრომელები მთელი დღის განმავლობაში უერთდებოდნენ გაფიცვას და ახლა იგი ნამდვილ საერთო გაფიცვას ჰგავს“. და სულ რამდენიმე საათში ყველაფერი უკვე დასრულებული იყო.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ “ექვსსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ კონსენსუსი მიღწეული იქნა საქართვლოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის მიერ დაყენებულ სამ მოთხოვნასთან დაკავშირებით. რკინიგზელთა სამართლიანი ბრძოლა წარმატებული აღმოჩნდა და შედეგი შეესაბამება რკინიგზელთა ინტერესებს. საქართველოს რკინიგზა უკვე შეუდგა ჩვეულ რეჟიმში მუშაობას“.
ბრიუსელში, შარან ბაროუმ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ: “ადმინისტრაცია გონივრულად უნდა მოქცეულიყო და თავიდანვე მოლაპარაკებები დაეწყო. რკინიგზელთა სოლიდარობისა და მათი მტკიცე ნების მიეღწიათ სამართლიანი გადაწყვეტისათვის წყალობით საღმა აზრმა გაიმარჯვა და მშრომელები და მათი ოჯახები თავიანთი სამუშაოსათვის სამართლიან ჯილდოს მიიღებენ“.
ეს გამარჯვება მშრომელთა მოძრაობისათვის საქართველოში, რაც არ უნდა ტკბილი იყოს იგი, ჯერ მაინც მხოლოდ დასაწყისია!
http://www.readability.com/read?url=http%3A//www.workersliberty.org/story/2013/11/19/railway-workers-win-georgia