21 აგვისტოდან რკინიგზის დეპარტამენტის შენობასთან ფართომასშტაბიანი შიმშილობის აქცია დაიწყება.
რკინიგზის თანამშრომლები მზად არიან შეუერთდნენ ამ დროისთვის მოშიმშილე 8 ადამიანს, თუკი მოშიმშილეების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
“ჩვენი მოთხოვნებია დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში. ასევე, თანამდებობა დატოვონ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვასილ ხორავამ. სოლიდარობის ნიშნად ბათუმიდან რკინიგზის თანამშრომლები უკვე შემოგვიერთდნენ. ორშაბათიდან კი, თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ფართომასშტაბიანი შიმშილობის აქცია გაიმართება”, – აცხადებს ვიტალი გიორგაძე.
რაც შეეხება საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ირწმუნება, რომ რეალურად რკინიგზაში პრობლემები არ არის