მიმდინარეობს საიტის განახლება

რკინიგზელების მორიგი მხარდაჭერის წერილი

logo-headerსაერთაშორისო პროფკავშირების გაერთიანების სახელით, ს.ს. ’საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძეს სახელზე გაგზავნილი წერილი რკინიგზელების გაფიცვასთან დაკავშირებით.

“ბატონო ბახტაძე,, გწერთ საერთაშორისო პროფკავშირების გაერთიანების სახელით, რომელიც წარმოადგეს 175 მილიონ დასაქმებულს 156 ქვეყანაში- მათ შორისაა საქართველოც. რის გამოც მოგიწოდებთ რომ გაკიცხოთ შპს “საქართველოს რკინიგზის” მენეჯმენტი მოლაპარაკებაზე წამოსვლის უარყოფისა და რკინიგზელებზე ზეწოლის განხორციელების გამო.

დღეს მივიღე ინფორმაცია ჩვენი პარტნიორ ორგანიზაციიდან (საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება) მიმდინარე საწარმოო კონფლიქტის შესახებ საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციასა და საქართველოს რკინიგზელთა ახალი რკინიგზელთა პროფკავშირების შორის. გამომდინარე იქედან რომ რკინიგზის გაფიცვას შეეძლო დიდი ეკონომიკური ზარალი მიეყენებინა ქვეყნისათვის, ამიტომ საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლები შეეცადნენ მოლაპარაკებებით გადაეწყვიტათ ეს პრობლემები. როგორც ჩემთვის ცნობილია, საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა სამ ძირითად საკითხზე რომ გაემართათ მოელაპარაკებები: ზეგანაკვეთურ ანაზღაურება, სამართლიან პრემირების სისტემა და პრემიის რაოდენობის დადგენის წესი, დამატებითი ანაზღაურება სტაჟისა და კვალიფიკაცის გათვალისწინებით. Eეს ასე არ მოხდა, რადგან მიუხედავად იმისა რომ საქართველოს შრომის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა  საკანდელიძემ როგორც მედიატორმა შეეცადა მხარეებს შორის მოეგვარებინა კონფლიქტი და მიმდინარე საკითხები მოგვარებულიყო მოლაპარაკებების ფორმატში რასაც პროფკავშირი ითხოვდა.

შედეგი კი ცხადია. პროფკავშირებს არ დაუტოვეს სხვა არჩევანი არჩევანი, მათ გამოიყენეს თავიანთი ფუნდამენტალური უფლება, გაიფიცნენ კანონიერად რისი გარანტიაც მათ საქართველოს კონსტიტუციით აქვთ. აქციისთვის მთელი ქვეყნის მაშტაბით მობილიზებულ იქნა 6,000-ზე მეტი დასაქმებული.

მე მართლაც ძალიან ვდარდობ იმ ინფორმაციის შესახებ რომელიც მაცნობეს – განხორციელდა ზეწოლის და ცილისწამების ფაცტები ადმინისტრაციის მხრიდან. იმის მაგივრად რომ ადმინისტრაციას კეთილსინდისიერად  დაეწყო მოლაპარაკებები და გამართულიყო დისკუსია, ისინი შეეცადნენ ჩარეულიყვნენ პროფკავშირების შიდა საქმიანობაში და ცადეს შეეზღუდათ პროფკავშირთა შეკრების უფლება. როდესაც გაფიცვის შესახებ ინფოირმაცია გასაჯაროვდა, ადმინისტრაციამ დააშინა მუშები დასჯით იმ პირობით თუ ისინი შეუერთდებოდენ გაფიცვას. Aამავე დროს, ადმინისტრაციამ სცადა რომ მოქალაქეები სეეყვანა შეცდომაში მათ ცილი დასწამეს  საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას რომ ორგანიზაციის ლიდერები საიდუმლოდ მართავდნენ მთელ სიტუაციას და საქართველოს რგინიგზელთა ახალი პროფკავშირის ლიდერებს დასდეს ბრალი დასდეს რომ ისინი ეწეოდენ საბოტაჟს და შანტაჟს ადმინისტრაციის მისამართით.

საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციამ მიიღო ინფორმაცია პროფკავშირების ლიდერების დაშინების და მუქარის მცდელობებიც ფაქტების შესახებ. საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაცია საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან ერთად განიცდის  ერთი პროფკავშირელი ლიდერის ჯანმრთელობის საკითხზე და მეორე ლიდერის გაუჩინარებაზე.

საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაერთიანება გმობს ადმინისტრაციის მიერ დისპეჩერებისა და ინჟინრების ნაცვლად შტრაიკბრეხერების გამოყენებას და მათ მიერ გაფიცვის უარყოფას. ღის სედეგადაც ადმინისტრაციის თანამშრომლებს მოუხდათ სატვირთო ორთქლმავალზე დაჯდომა, რაც არა მარტო საქართველოს რკინიგზის შინაგანი წესისა და კანონის დარვევაა, ეს დიდ საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან ერთად, საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაცია ეთანხმება საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის მოწოდებას საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციის მიმართ რომ გააგრძელონ მოლაპარაკებები გაფიცვის შეჩერების გარეშე; და შეახსენებს ადმინისტრაციას რომ საქართველოს შრომის კოდექსით, ის ვალდებულია მოლაპარაკება აწარმოოს და დაიწყოს მორიგების პროცედურები მიუხედავად გაფიცვისა.

და ბოლოს საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაცია მოგიწოდებთ რომ პატივი სცეთ დასაქმებულთა და პროფკავშირთა ფუნდამენტალურ უფლებებს და შეწყვიტოთ შეტევა პროფკავშირებზე რომლებიც სარგებლობენ მათთვის კანონით მინიჭებული უფლებებით.

ველოდები დადებით გამოხმაურებას ამ გადაუდებელ და მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.

პატივისცემით,

გენერალური სამდივნო

წერილის ორიგინალი