ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარემ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა. ლავრენტი ალანიას განცხადებით, მის ხელთ არსებული ინფორმაცით, საქართველოს სატრანსპორტო სფეროს, ტაქსების სეგმენტის მონოპოლიზებას რუსული კომპანიები ცდილობენ და ქალაქის მერია მათ ხელს უწყობს. ალანიას თქმით რეგულაციები რომლის შემოღებასაც ახლო მომავალში თბილისის მერია აპირებს, დააკისრებს მთელ რიგ რთულად შესასრულებელ და ძვირადღირებულ ვალდებულებებს მოქმედ ტაქსებს, რომელთა განხორციელებასაც ისინი ვერ შეძლებენ და ბაზრიდან მათი გაძევება და უმუშევრად დატოვება მოხდება. ტრანსპორტის პროფკავშირი, მის წევრ ორგანიზაციასთან ტაქსისი მძღოლების პროფკავშირთან ერთად, რეგულაციებზე ფართო მსჯელობის მოწყობას და საკითხის გადაწყვეტის პროცესსში მათ ჩართვას მოითხოვს.