რა არის იძულებითი შრომა?

შრომის კანონმდებლობის მიხედვით, იძულებითი შრომა არის სავალდებულო შრომა, რომელიც სასჯელის მუქარის გამო არანებაყოფლობით ხასიათს ატარებს. ასეთმა პრაქტიკამ შესაძლებელია მონობამდე, ან მსგავს მდგომარეობამდე მიგვიყვანოს. იძულებითი პოლიტიკური იძულების, ან “აღზრდის” მიზნით გამოიყენება, როგორც პოლიტიკური აზრის თავისუფლად გამოთქმის საწინააღმდეგო ზომა. იძულებითი შრომა რასობრივი, სოციალური, ან სხვა სახის დისკრიმინაციის მიზნითაც გამოიყენება (შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, კონვენცია 105).

ზოგჯერ იძულებითი შრომის მიზანია ადამიანის ფიზიკური გამოფიტვა და ამის შედეგად, მისი ნაადრევი სიკვდილი. იძულებით შრომას არ განეკუთვნება ნებისმიერი იძულებითი სამუშაო, როდესაც ამ სახის შრომა კომპეტენტური, ღია სასამართლო პროცესის შედეგადაა მისჯილი. ასევე ნებისმიერი სამხედრო ხასიათის შრომა, ან ალტერნატიული სამსახური იმ ქვეყნებში, სადაც ეს უკანასკნელი კანონითაა გათვალისწინებული. იძულებით შრომად ასევე არ ითვლება ნებისმიერი სამუშაო, რომლის ჩატარება აუცილებელია ექსტრემალურ ვითარებაში და უბედურების დროს, როდესაც საფრთხე ექმნება საზოგადოების წევრთა სიცოცხლეს და კეთილდღეობას, ასევე ნებისმიერი სამუშაო, რომელიც ჩვეულებრივი სამოქალაქო მოვალეობების ნაწილია.izulebiti shroma