მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

რამდენია საშუალო ხელფასი საქართველოში

საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2013 წელის მეოთხე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 9,3%-ით გაიზარდა და 898.7 ლარი შეადგინა. აქედან, ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი (2945,2 ლარი) წყლის ნაგებობის მშენებლობაში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე მილსადენებით ტრანსპორტირების (2886.1 ლარი), მესამეზე კი – კოქსის, ნავთობპროდუქტებისა და ბირთვული მასალების წარმოების სექტორია (2543.5 ლარი).

ასევე მაღალი ანაზღაურებით გამოირჩევიან მოქალაქეები, რომლებიც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით არიან დაკავებულნი: მათი საშუალო ხელფასი 2520.4 ლარია.

ხელფასების თვალსაზრისით მიმზიდველი ხელოსნობაც აღმოჩნდა: იატაკის დაგება- კედლების მოპირკეთებით დაკავებულთა საშუალო ანაზღაურება 2353.7 ლარია, სამღებრო და მინის სამუშაოებით კი – 2058.7 ლარი.

ყველაზე დაბალი ხელფასები ბარმენებს აღმოაჩნდათ – 169.6 ლარი. ამ თანხას მცირედ აღემატება მარგარინის მწარმოებლების ხელფასი (187.3 ლარი). მაკარონის და საკონსერვო წარმოების სექტორში დაქირავებულთა საშუალო ანაზღაურება კი, დაახლოებით, 290 ლარია.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასები (895.4 ლარი) მცირედ, მაგრამ მაინც აღემატება ადგილობრივ კერძო კომპანიებში არსებულ მაჩვენებელს (797 ლარი). თუმცა, ორივეზე მაღალი ანაზღაურება უცხოურ კომპანიებში დაფიქსირდა (1279.8 ლარი).sashualox elfasi

bpn.ge