მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირში აცხადებენ, რომ შ.პ.ს “დემეტრე 96“–ში დასაქმებულთა უფლებები ირღვევა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების საპრესკონფერენციო დარბაზში მედიისათვის გაიმართა სპეციალური პრესკონფერენცია, სადაც დაფიქსირდა, რომ პროფგაერთიანების ქალთა კომიტეტი და საქართველოს  სოფლის მეურნეობის, მსუბუქი კვებისა და გადამამუშავებელი  მრეწველობის  მუშაკთა პროფესიული კავშირი  შეშფოთებულია შ.პ.ს. ”დემეტრე 96“ დირექტორის თამარ (თათა) ვარდანაშვილის მიერ ა.წ. 5  ნოემბერს დასაქმებულ მკერავ გულნარა ლომაშვილის    მიმართ, (რომელიც  ითხოვდა შრომის დროულ და ერთჯერად  ანაზღაურებას, მათთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძვლით  და ასევე  თამარ ვარდანაშვილს განემარტა დასაქმებულთათვის რატომ არღვევდა  შრომითი ხელშეკრულების აღნიშნულ პირობას) სიტყვიერი და ფიზიკური შეურცყოფის მიყენების გამო. რომლის ქმედების შედეგად აუცილებელი გახდა გულნარა ლომაშვილისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და ასევე   პოლიციის  გამოძახება.

სამწუხაროა, რომ თამარ ვარდანაშვილის მიერ აღნიშნული ქმედება არ არის  პირველი შემთხვევა. საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი კვებისა და  გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელ პროფესიულმა   კავშირმა არაერთი საპროტესტო  განაცხადი  გააკეთა  დასაქმებულთა მიმართ დამამცირებელი, შეურაცმყოფელი დამოკიდებულების, საქართველოს ორგანული კანონის “შრომის კოდექსის“  მოთხოვნის უგულველყოფისა და უხეში დარღვევის გამო ითხოვდა საქართველოს ეკონომიკისა და  მდგრადი  განვითარების სამინისტროსგან და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოებისგან (შ.პ.ს „დემეტრე 96“–ის დამფუძნებელი და ქონების 100% მესაკუთრე სახელმწიფოა) სათანადო ზომების გატარებას, რაც რეაგირების გარეშეა.

აღნიშნულ საკითხზე  პროფესიულმა კავშირმა ასევე  მიმართა საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტს.

დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ თამარ ვარდანაშვილის უარყოფითი დამოკიდებულების გამო,  ვერ შეძლო მოლაპარაკების განხორციელება , რომელიც აცხადებს, რომ  არ არის ვალდებული ახსნა–განმარტება გააკეთოს საკუთარ ქმედებაზე.  “კანონი მე თვითონ ვარ“ – აცხადებს თამარ ვარდანაშვილი.

პროფკავშირი ითხოვს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტომ საჯაროდ განაცხადოს, რატომ არ იღებს სათანადო გადაწყვეტილებებს თამარ ვარდანაშვილის მიმართ. მათივე განმარტებით თამარ ვარდანაშვილს თანამდებობიდან გადადგომის წერილობითი განცხადება  გაკეთებული აქვს. (თებერვალი 2014 წელი)

პროფკავშირებში იმედოვნებენ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, რომლებმაც  ა.წ. 5 ნოემბერს  ადგილზე დააფიქსირეს დასაქმებულთა მიმართ შ.პ.ს “დემეტრე 96“–ის დირექტორის თამარ ვარდანაშვილის ქმედება,  სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ იქნება დატოვებული.

ქალბატონმა თამარ ვარდანაშვილმა აღნიშნული არ იკმარა და ინციდენტის შემდეგ  6  ნოემბერს  წერილობით აცნო გულნარა ლომაშვილს, რომ  მის მიმართ დაწყებულია წარმოება შრომითი ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტის თაობაზე. რაც განახორციელა კიდეც 2014 წლის 10 ნოებრის ბრძანებით. გულნარა ლომაშვილს შეუწყვიტა შრომითი ხელშეკრულება შრომის კოდექსის მუხლი 37  “ო“, რომელიც ითვალისწინებს“  სხვა ობიექტული გარემოება, რომელიც ამართლებს  შრომითი  ხელშეკრულების  შეწყვეტას“.1