სამსახურუიდან უკანონოდ გათავისუფლებული როზა ნაჭყებიას ინტერესებს სასამართლოში კავშირგაბმულობის პროფკავშირი იცავდა. ნაჭყებია შპს “საქრთველოს ფოსტის” ზუგდიდის სერვისცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობდა და არაკანონერად, სააქციო საზოგადოების გენერალური დირექტორის ლევან ჩიკვაიძის განკარგულებით გაათავისუფლეს.
უზენაესმა სასამართლოს 2016 წლის10 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს “საქართველოს ფოსტას” დაეკისრა როზა ნაჭყების სამუშაოზე აღდგენა და მისთვის იზულებითი განაცდურის გადახდა 20 ათასი ლარის ოდენობით.
თუმცა სამსახურში მოჩვენებითი აღდგენის შემდეგ, 2016 წლის 18 სექტემბერს ფოსტის დირექტორის ლევან ჩიკვაიძის ბრძანებით როზა ნაჭყებია კვლავ არაკანონიერად, ხელმეორედ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფკავშირმა სასამართლოს მაშინათვე ახალი სარჩელით მიამრთა.
სენაკის რაიონულმა სასამართლომ 2018 წლის 25 ივლისს სრულად დააკმაყოფილა კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფკავშირის სასარჩელო მოთხოვნა და ხელმეორედ დააკისრა შპს “საქართველოს ფოსტას” როზა ნაჭყებიას სამუშაოზე აღდგენა და მასზე იძულებითი განაცდურის გადახდა, რომელიც დღეის მდგომარეობით შეადგენს 12 ათას ლარს.
მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში იცავდა კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე სულიკო მაშია.
აღსანიშნავია რომ დღეისათვის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებებით საქრთველოს ფოსტას დაკისრებული და გადახდილი აქვს სამუშაოდან არაკანონიერად განთავისუფლებული მუშაკებისთვის იძულებითი განაცდურის სახით ჯამში 1 მილიონ 400 ათას ლარზე მეტი თანხა.
სამწუხაროა, რომ კომპანიის დირექტორის ლევან ჩიკვაიძის თვითნებობის და არაკომპენტენტურობის გამო ზარალდება კომპანია
და სახელმწიფო ბიუჯეტი.