მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირი ”ჯორჯიან მანგანეზისგან” კოლექტიური ხელშეკრულების შესრულებას სასამართლოს გზით ითხოვს

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ განიხილა ”ჯორჯიან მანგანეზი“-ს წინააღმდეგ, იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის მიერ შეტანილი სარჩელი.

სასარჩელო განცხადებაში ძირითად მოთხოვნებად ჩამოყალიბებულია ის რამდენიმე პუნქტი, რომლის შესრულების ვალდებულებაც კომპანიის ადმინისტრაციამ აიღო 2013 წლის 31 მაისს პროფკავშირთან დადებული კოლექტიური ხელშეკრულებით, თუმცა არასოდეს შეუსრულებია ეს ვალდებულებები.

სასარჩელო მოთხოვნები უკავშირდება საპრემიო დებულებით გათვალისწინებული შესაბამისი კომისიის შექმნას, არაანაზღაურებადი შვებულების შესახებ ადმინისტრაციის მიერ გამოცემული ბრძანების ბათილად ცნობა, მძიმე მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულების კუთვნილ ანაზღაურებად შვებულებაზე კანონით გათვალისწინებული 10 (ათი) კალენდარული დღის დამატება, სადღესასწაულო დღეებში შრომის გაზრდილი ტარიფით ანაზღაურება.

უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიულმა კავშირმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კოლექტიური დავა მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტილიყო და კომპანიის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებულ მოლაპარაკებების არცერთ შემოთავაზებაზე უარყოფითი პასუხი არ გაუცია, მაგრამ შეიძლება თამამად ითქვას, რომ კომპანიის ადმინისტრაციამ ეს დრო (ორ თვეზე მეტი) ჰაერში გაფლანგა.

მიუხედავად მოპასუხის დაჟინებული მოთხოვნისა – სხდომა რამდენიმე დღით გადადებულიყო, მოსამართლემ მაინც ძირითადი სხდომა ჩაატარა და მხარეებს განუცხადა, რომ პროცესი დამთავრებულია და განაჩენის გამოტანა მოხდება 4 სექტემბერს.sasamartlo