“ბიზნესკონტაქტისა” და “საქმიანი დილის” გუნდი ტელეკომპანია “მაესტროს” წინააღმდეგ დავას, პროფკავშირების დახმარებით, სასამართლოში განაგრძობს. სამსახურიდან დათხოვნილთა ინტერესებს რაისა ლიპარტელიანი დაიცავს. “მაესტროს” ყოფილი თანამშრომლების პოზიციას , მედიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი წარმოადგენს.
იურისტები მიერ მომზადებული სარჩელი სასამართლოს დღეს გადაეგზავნა. საქმე იმ 27 თანამშრომელს ეხება, რომლებსა ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა უფლებამოსილება შეუჩერა. შეჩერების მიზეზად კი შრომის კოდექსის 36-ე მუხლის, მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტი დაასახელა, რაც თანამშრომლების გაფიცვას გულისხმობს.
სასამართლოში 27 მოსარჩელე მაისის თვის ხელფასის სრულად ანაზღაურებას, იძულებითი მოცდენის კომპენსაციას და საშვებულებო კომპენსაციას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ ზეპირსიტყვიერად მიცემული პირობა, არსებული დავალიანების გადახდის თაობაზე, არხის გენერალურმა დირექტორმა რამდენჯერმე შეცვალა და საბოლოოდ დაარღვია. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა სამართლებრივი დავის დაწყება.
“ბიზნესკონტაქტისა” და “საქმიანი დილის” გუნდი გასული თვის განმავლობაში პერმანენტულად ცდილობდა არხის მენეჯმენტთან შეთანხმების მიღწევას და სასამართლოსთვის გვერდის ავლით პრობლემის მოგვარებას, თუმცა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ შეთანხმებაში შემდეგი პუნქტი ჩადო: დასაქმებული “მაესტროს” წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ განახორციელებს პროფესიულ საქმიანობას “მაესტროს” ეთერში გასული გადაცემებების “ბიზნესკონტაქტი”,”საქმიანი დილა” და “ანალიტიკის” დასახელებებისა და სასაქონლო ნიშნის გამოყენებით. მიგვაჩნია, რომ საავტორო უფლებებთან მიმართებით შემოქმედებით გუნდს არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია. ერთადერთი გზ,ა რომელიც არხის მენეჯმეტმა დაგვიტოვა, ეს არის სასამართლო”,- განაცხადა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა ელენე ჩომახიძემ.