მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირი ახალგაზრდებისათვის და ახალგაზრდები პროფკავშირისათვის!

IMG_9944

26 ივნისს, საქართველოს პროფკავშირების სასახლეში, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ახალგაზრდული ორგანიზაციის ფორუმი გაიმართა. ფორუმი თეატრალური ელემენტებით იყო დატვირთული და მასში მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა, სტუდენტებმა, ჟურნალისტებმა, შოუბიზნესის წარმომადგენლებმა და პროფკავშირის სხვადასხვა დარგებმა მიიღეს.

როგორც იცით, საქართველოს პროფკავშირის ახალგაზრდულ ფრთას ცნობილი იუმორისტი გიორგი აფციაური ხელმძღვანელობს და მან ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ პროფკავშირულ აქტივობებში ახალგაზრდების როლის გაზრდა უმთავრესია და სწორედ ახალგაზრდობაა ის ძალა, რამაც მომავალში საზოგადოებაში პროფკავშირული მოძრაობის როლი უნდა გაზარდოს.

ფორუმზე შეკრებილ ახალგაზრდებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილიც მიესალმა. მან თავის სიტყვაში ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც მეგობრებთან ერთად ახალგაზრუდულ პროფკავშირულ მოძრაობას ედგა სათავეში და იმედი გამოთქვა, რომ პროფკავშირი ახალგაზრდების მომავალი წარმატებებისათვის ერთგვარი ტრამპლინი იქნება, რადგან საკუთარი უფლებების დაცვა ადამიანებმა პირველ რიგში სწორედ პროფკავშირებიდან უნდა ისწავლონ.

ფორუმი სპეციალურად აღნიშნული ღონისძიებისათვის შექმნილი ჰიმნით დაიხურა, რომელიც სწუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა ერთად შეასრულეს.

[fsg_gallery id=”5″]