პროფკავშირის ქალთა კომიტეტის პირველი შეკრება მიმდინარე წელს
10 / 01 / 2014
შეკრების მონაწილეებმა შეაჯამეს გასული 2013 წლის მუშაობის შედეგები. ყურადღება იქნა გამახვილებული პროექტის: “გადაწყვეტილება უკეთესი მომავლისათვის“ მიმდინარეობის საკითხებზე. მოსმენილ იქნა ინფორმაციები საქართველოს ქალაქებში: გორში, თელავში, რუსთავში ჩატარებული სემინარების შესახებ.
მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის ქალთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია შავიშვილმა, დარგში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა და პროექტის ფარგლებში: “გადაწყვეტილება უკეთესი მომავლისათვის“ – ჩატარებულ სემინარების მოსალოდნელ დადებით შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაცია შპს “დემეტრე 86“–ში მიმდინარე პროცესებზე.