მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირის ქალთა კომიტეტის შეხვედრა პედაგოგებთან

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი აგრძელებს შეხვედრებს დასაქმებულ ქალებთან. შეხვედრების მიზანია,  შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები და გაერთიანების მიერ შემუშავებული ის წინადადებები რომელიც, იუსტიციის სამნისტროს გადაეგზავნა და რომელსაც პროფკავშირებში მიიჩნევენ საჭიროდ, უკეთ გაიცნონ დასაქმებულმა ქალებმა და მათ იცოდნენ საკუთარი უფლებების შესახებ. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ ეს გათვალისწინებულ იქნას შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის მეორე ეტაპზე.

შეხვედრაზე, რომელიც პედაგოგებთან. “პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“ სამგორის რაიონულ ორგანიზაციასთან შედგა,  ყურადღება გამახვილდა შ.ს.ო.–ს 183–ე კონვენციის, “დედობის დაცვის“ შესახებ რატიფიცირების აუცილებლობის საკითხზე, რისი მოთხოვნითაც პროფკავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი ხელმოწერებს აგროვებს.

ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და პროფკავშირების ქალთა კომიტეტის სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიდეს ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ.1