მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირის პროტესტი – რა ხდება “თბილსერვის ჯგუფში?“

მომსახურების სფეროს, კომუნალური და ბანკების მუშაკთა პროფესიული კავშირმა საქართველოს შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს  სპეციალური  წერილი გაუგზავნა, სადაც პროფკავშირული ორგანზიაცია შპს “თბილსერვის ჯგუფ“-ში არსებულ დარღევებზე საუბრობს. პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, მალხაზ ღონიაშვილი ასევე საუბრობს აღნიშნულ ორგანიზიაციაში დამკვირდებულ უსამართობაზე და არაერთ კანონდარღვევაზე.

“შპს “თბილსერვის ჯგუფ“-ში ადგილი  აქვს დასაქმებულთა შრომითი უფლებების სისტემატურ და უხეშ დარღვევებს, კერძოდ,  დასაქმებულებს არ აძლევენ  შრომითი ხელშეკრულებების თითო ეგზემპლარს, რისი სრული უფლებაც, როგორც შრომითი ურთიერთობის მხარეს, მათ გააჩნიათ.  ამასთან, ყველა ხელშეკრულება შედგენილია  მხოლოდ ქართულ ენაზე, მაშინ როდესაც კომპანიაში დასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები არიან და ქართულ ენას არ ფლობენ, შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი ”წერილობითი შრომითი ხელშეკრულება იდება მხარეთათვის გასაგებ ენაზე“.

თანამშრომელს, რომელმაც არ იცის ქართული წერა კითხვა, ხელი მოაწერინეს საბუთზე და ერთ კვირაში განუცხადეს რომ ის განთავისუფლებულია სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე. გრძელდება განუკითხაობა რაც დამკვიდრებული იყო ყოფილი მერის პირობებში, არადა ”თბილსერვის“-ის თანამშრომლებმა ხმა მისცეს ბ-ნ დავით ნარმანიას იმ იმედით რომ ასეთი უსამართლობები აღარ განმეორდებოდა. შრომით  ხელშეკრულებაში ასახული არ არის კვირაში  სამუშაო საათებისა და ანაზღაურების ოდენობა, მაშინ როდესაც ორივე მათგანი საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობას და კოდექსის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჭიროა ის აღნიშნული იყოს  შრომით კონტრაქტში. დასაქმებულთა დიდი ნაწილს უკვე შეუსრულდა ორგანიზაციაში მუშაობის 5 წლიანი სტაჟი და შესაბამისად შრომის კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად უნდა გაუფორმდეთ უვადო ხელშეკრულებები, რაც ასევე არ სრულდება.

კომპანიაში  არ ხდება ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება,   რაც  ეწინააღმდეგება ამავე შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებს,  ასევე არ ხდება ხელფასების ოდენობის გადახედვა ქვეყანაში არსებული ინფლაციის დონის შესაბამისად, არ არის განსაზღვრული ანაზღაურების კონკრეტული თარიღი, არ არსებობს პრემირების სისტემა, დასაქმებულთა მოთხოვნას წარმოადგენს ხელფასების 50%-ით მატება, პრემიების გაცემა ყოველკვარტლურად და მთელი წლის კეთილსინდისიერი და ნაყოფიერი მუშაობის დაფასება მე-13-ე ხელფასის სახით. კომპანიაში დაწესებულია დიდი ოდენობის, არაგონივრული ფულადი ჯარიმები ელემენატლურ გადაცდომებზეც კი, კომპანიამ თავის თავს იმის უფლებაც მისცა, რომ 10 სამუშაო დღის ხელფასი დაუკაოს თანამშრომელს  თავისი შეხედულებისამებრ, რისი  გასაჩივრებაც კომპანიაში შეუძლებელია, რამდენადაც არ არსებობს  შრომის დავის ადგილობრივი კომისია.

დასაქმებულების უმრავლესობას არა აქვთ სამგზავრო ბარათები. განსაკუთრებით პრობლემურია  ჯანმრთელობის დაზღვევის არქონა,  დამსაქმებელი კი არ ანაზღაურებს სამუშაოს შესრულებასთან  დაკავშირებულ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით მიყენებულ ზიანსა და მასთან დაკავშირებულ    აუცილებელი მკურნალობის ხარჯებს,  რითაც ირღვევა შრომის კოდექსის 35-ე  მუხლის მე-7 პუნქტი  და 2014 წლის 1 მარტის საქართველოს მთავრობის დადგენილება №45 ”შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე. საერთოდ უგულვებელყოფილია შრომის უსაფრთხოების სტანდარტები, რის გამოც ხშირია ტრავმატიზმის შემთხვევები, მათ შორის სასიკვდილო შედეგით.

პრობლემაა იმ დასაქმებულების თავის სამუშაო ადგილზე დაბრუნება, რომლეთაც ისარგებლეს დროებითი შრომისუუნარობის ფურცლით, რაც ეწინააღმდეგება  შრომის კოდექსის  36-ე მუხლის პირველ პუნქტს და  მე-2   პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტს. დასაქმებულთა უმრავლესობის სამუშაო დაკავშირებულია ჯანმრთელობისთვის  მავნე პირობებთან, თუმცა აღნიშნულის აღიარება არ ხდება დამსაქმებლის მიერ და შესაბამისად თანამშრომლები ვერ სარგებლობენშრომის კოდექსის 261 მუხლით განსაზღვრული 10 კალენდარული დღის ოდენობის ანაზღაურებადი შვებულებით.

კომპანიის თანამშრომლებს ასევე აქვთ მთელი რიგი სხვა პრობლემები, რაც  ხელს უშლის მათ მიერ უფლება-მოვალეობების დროულად და ხარისხიანად შესრულებას, კერძოდ არ ხდება დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის დროული მიწოდება საკუთარი სახსრებით ყიდულობენ ცოცხებს,  არ ხდება დაზიანებული ე.წ.  კონტეინერების გამოცვლა, არ არის საპირფრეშოები და საშხაპეები, თუმცა დაგვპირდნენ პრობლემების მოგვარებას 2015 წელს.

ყოველივე ზემოაღნიშნული იწვევს დასაქმებულთა სამართლიან პროტესტს. ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლობით  შედგა არაერთი შეხვედრა ადმინისტრაციასთან, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად სხვადასხვა დაპირებებისა ადგილი აქვს კოლექტიური მოლაპარაკების პროცესის გაჭიანურებას, კოლექტიური ხელშეკრულების პროექტი, რომელიც ჩვენ გადავეცით განსახილველად, საერთოდ მიუღებლად მიიჩნიეს და შესაბამისად შსო-ს  98-ე კონვენციისა და შრომის კოდექსის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის  დარღვევას. დღემდე არ იქნა  უზრუნველყოფილი  ჩვენს  ორგანიზაციისთვის სამუშაო ოთახის გამოყოფა, რაც გათვალისწინებულია პროფესიული კავშირების შესახებ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით.

იქიდან გამომდინარე, რომ ზემოაღნიშნულ საკითხებზე ადმინისტრაციასთან ვერ ხერხდება შეთანხმება და წარმოადგენს დავის საგანს, შემდგომში გართულებების თავიდან ასაცილებლად  გთხოვთ, საქართველოს შრომის კოდექსის 48 მე-3 პუნქტის მუხლის შესაბამისად უმოკლეს ვადებში დაგვინიშნოთ მედიატორი. იმედს ვიტოვებთ, რომ  მთავრობის წარმომადგენელის (მედიატორის) ჩართვა ხელს შეუწყობს დავის მოგვარებას და პროფკავშირს არ დასჭირდება კანონით მინიჭებული საპროტესტო ფორმების გამოყენება კანონით განსაზღვრულ ვადებში“ – ნათქვამია პროფკავშირის წერილშიtbilservis