12 დეკემბერს, სასტუმრო “ჰოლიდეი ინ“– ში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილმა, თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრიამ, ასევე გორისა და რუსთავის ოფისების ხელმძღვანელებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან ერთად, ვრცლად ისაუბრეს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების რუსთავის ადა გორის რეგიონული ოფისების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და შეაჯამეს გასული 2 წელიწადი.
უკვე ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შიდა ქართლში და ქვემო ქართლში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ოფისები ფუნქციონირებს. ამ პერიოდის მანძილზე ოფისების იურისტებმა არაერთ დასაქმებულს გაუწიეს უფასო იურიდიული მომსახურება და სასამართლოს გზით არაერთი ადამიანის სამსახურში აღდგენა მოხერხდა. აღნიშნული ოფისები კონსულტაციებისა და მხარდაჭერის ცენტრების ფუნქციას ატარებს, თუმცა ოფისის იურისტები ასევე აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა პროფკავშირულ საქმიანობაში. ქალაქებში: რუსთავსა და გორში პროფკავშირული მოძრაობის ბოლოდროინდელი წარმატებები ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ ოფისების საქმიანობას უკავშირდება.
2013-2014 წწ-ებში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ოფისები რუსთავსა და გორში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს: “საქართველოს პროფესიულიკავშირების გაერთიანების მშრომელთა კონსულტაციებისა და მხარდაჭერის ცენტრი რუსთავსა და გორში.“ პროექტი ხელს უწყობს რეგიონებში პროფკავშირების, ადგილობრივი თვითმმართველობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისადა სხვა დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობით ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას; დასაქმებულთა ინფორმირებას საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ; შეკრებისთავის უფლებისა და სოციალური დიალოგის კულტურის დამკვირდებას; დასაქმებულების ინფორმირებულობის გაზრდას ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, კერძოდ აღმოსავლეთპარტნიორობისა და სამეზობლო პოლიტიკის შესახებ.
პროექტის მთავარი მიზანი იყო გორისა და რუსთავის რეგიონებში მოხდეს არა მხოლოდ პროფკავშირის წევრთა, არამედზოგადად მშრომელთა უფასო იურიდიული კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში მათი წარმომადგენლობითობა სასამართლოში; დასაქმებულების ადვოკატირება საკუთარი უფლებებისა და თავისუფლების შესახებ, ზრუნვა მათ სოციალურ-ეკონომიკური უფლებებზე;
სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი კამპანიების წარმოება შრომისა და პროფკავშირული უფლებების შესახებ; პროფკავშირის წევრებისათვის, პოტენციური წევრებისა და დაინტერესებული პირებისათვის ცნობიერების ასამაღლებლად საგანმანათლებლო სემინარებისა და ტრეინინგების ჩატარება; საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობისა და სოციალურ-ეკონომიკური საკითხების შესახებ ინფორმაციის მოძიება და გავრცელება.