26 დეკემბერს გაიმართა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ახალგაზრდული ორგანიზაციის პროექტის “დასაქმებული ახალგაზრდები პოტენციურად დასაქმებული ახალგაზრდებისათვის” შემაჯამებელი კონფერენცია.
პროფკავშირების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ მომხსენებლები, როგორც დასაქმებული ასევე პოტენციურად დასაქმებული ახალგაზრდები. მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს პროფესილი კავშირების ახლგაზრდული ორგანიზაციის თავმჯოდმარე გიორგი აფციუარი და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი. პეტრიაშვილი ახალგაზრდებს დაპირდა, რომ მომავალში ახალგაზრდული მოძრაობისადმი პროფკავშირების გაერთიანება კიდევ უფრო მეტ ყურადღებას გამოიჩენს და იმედი გამოთქვა, რომ დასაქმებულთა უფლებების დაცვის მსურველი ახალგაზრდების რიცხვი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.
ღონისძიებას პროფკავშირების ლიდერების გარდა ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლიდან
კონფერენციის ფარგლებში სერთიფიკატები გადაეცათ სტუდენეტებს რომლებმაც გაიარეს სასწავლო კურსი პროექტის ფარგლებში და ასევე მოეწყო დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია.