მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირებმა საქმე მოიგო, დაღუპული მუშის ოჯახი კომპესნსაციას მიიღებს!

პროფკავშირების გაერთიანებამ კიდევ ერთი სასამართლო პროცესი მოიგო.საწარმოო ტრავმის შედეგად დაღუპულის ოჯახი კომპენსაციას მიიღებს.

dscn66902012 წლის დეკემბერში ქალაქ ფოთის საკონტეინერო ტერმინალში – შპს“ბარვილ ჯორჯია“, საწარმოო ტრავმა მიიღო მუშამ ვალერი ჟღენტმა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.  დაზარალებულის მხარეს პროფკავშირების გაერთიანება წარმოადგენდა, რომელმაც სარჩელი შეიტანა ფოთის საქალაქო სასამართლოში და ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

2016 წლის 16 ნოემბერს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც  საწარმოს დაეკისრა 61 000 ლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა გარდაცვლილი ვალერი ჟღენტის ოჯახის წევრებისთვის.