პროფკავშირებმა რუსთავის ფოლადს საქმე მოუგო! ბესიკ მხეიძის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება სასამართლომ ბათილად ცნო. კომპანიას მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და ნამუშევარი დღეების ანაზღაურება მოუწევს. შპს”რუსთავის ფოლადს” ჯარიმაც დაეკისრა.
ბესიკ მხეიძე შპს “რუსთავის ფოლადი”-დან 2016 წლის 22 აპრილს გაანთავისუფლეს, სადაც ის ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სამსახურის, შრომის უსაფრთხოების განყოფილებაში სპეციალისტად მუშაობდა.
გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 07 აპრილს გამოიტანა.