ფარმაცეფტისთვის, რომელიც სამსახურიდან მოულოდნელად, მას შემდეგ გაათავისუფლეს რაც კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება მოითხოვა, ახლა კომპანიას ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან – სამსახურში აღდგენამდე, ყოველთვიურად, 560 ლარის ოდენობით განაცდურის ანაზღაურება მოუწევს.
ნინო ნემსაძე 2006 წლიდან 2016 წლის 18 მაისამდე „ავერსი ფარმაში“ ფარმაცევტის თანამდებობაზე მუშაობდა. გათავისუფლების შემდეგ მან პროფკავშირების დახმარებით სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, როგორც გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე ყველა დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიღებული ბრძანების ბათილად ცნობა, რომელიც მის წინააღმდეგ იყო გამოტანილი.
სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნები, ბათილად ცნო ყველა ბრძანება, როგორც სამსახურიდან განთავისუფლების, ასევე დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
ნინო ნემსაძის ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში იცავდა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ნინო ნემსაძის სარჩელი მოპასუხე შპს „ავერსი-ფარმას“ წინააღმდეგ. შპს „ავერსი-ფარმას“ დაევალა ნინო ნემსაძის სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.