საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება შრომის ინსპექციის უფლებების გაზრდას ითხოვს. პროფკავშირების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში დასაქმებულთა უფლებების შეზღუდვის ფაქტებმა დაადასტურა, რომ შრომის ინსპექციას პრობლემის მოსაგვარებლად ქმედითი ბერკეტები არ გააჩნია. გაერთიანებაში ასევე მიაჩნიათ, რომ ხელახლა უნდა შეიცვალოს შრომის კანონმდებლობაც, რომელიც დამსაქმებლებს თვითნებური მოქმედებებისთვის კანონში შავ ხვრელებს უტოვებს. თემაზე პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილე გოჩა ალექსანდრია საზოგადოებრივი მაუწყებლის, სინფორმაციო გამოშვება “მოამბის” პირდაპირ ეთერში საუბრობს. “არსებობს შრომის საერთაშორისო კონვენცია, რომლის მიხედვითაც შრომის ინსპექციის შექმნის ვალდებულება საქართველოს მთავრობამ აიღო ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერის შედეგად. რეალურად ჩვენ შრომის ინსპექცია ქაღალდზე გვაქვს. ის არის უფუნქციო და არაფრის გაკეთება არ შეუძლია.” “ძალიან მძიმე დარღვევები იყო ზვარეში, სადაც რკინიგზის ახალი გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს”. “ჩვენ გვაქვს შრომის სამინისტროსთან ინტენსიური ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ კანონპროექტებზე, მაგალითად შრომის უსაფრთოებისა და ჯანმრთელობის შესახებ კანონზე, მაგრამ ეს კანონი სამი წელია უკვე იღეჭება და სამი წელია, მთავრობის სხდომაზე გასვლას ლამობს, მაგრამ ისევ უკან ბრუნდება, ვისი გამოისობით? ისევ და ისევ ეკონომიკის მინისტრისადა ეკონომიკის სამინისტროს გამოისობით”. ალექსადრიამ ისაუბრა რუსთავის აზოტში და საზოგადოებრივ მაუწყებელში დამსაქმებლების მიერ დასაქმებულთა უფლებების დარღვევების შესახებ, მოამბის თანამშრომელთა ნაწილისთვის უკანონოდ სამთვიანი კონრტაქტების გაფორმების და ქვეყნაში არსებულ სოციალური პროტესტის მუხტის თაობაზე.