მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირები “საქართველოს ევროპული გზის” მხარდასაჭერად

 

მე-13 საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“ , პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტის და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის რანგში ირაკლი პეტრიაშვილი მონაწილეობს. საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე საქართველოსა და ევროპას შორის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხში მიმდინარე კონსულტაციებში აქტიურადაა ჩართული და პერმანენტულ შეხვედრებს მართავს ევროპის სხვადასხვა ქვეყნების დასაქმებულთა გაერთიანებების ლიდერებთან, რათა საქართველოს მხარდაჭერა ამ სეგმენტიდანაც ჰქონდეს. როგორც იცით ევროინტეგრაციის ერთ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს სწორედ შრომითი უფლებების დახვეწა და ევროპულთან დაახლოება წარმოადგენს, ასევე ევროპა საქართველოსგან ითხოვს დასაქმებულთა უფლებები იყოს მაღალი ხარისხით დაცული. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ახლო მომავალში ევროპის ერთ ერთი უმსხვილესი, გერმანიის პროფკავშირის თავმჯდომარეს უმასპინძლებს. შეხვედრის ერთ ერთი მთავარი საკითხი სწორედ საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდაჭერა და ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების დაჩქარება ექნება, რის შესახებაც გერმანიის პროფკავშირების ხელმძღვანელი შესაბამისი პოზიციით მიმართავს გერმანიის და ევროკავშირის მთავრობებს.

logo-ka