ნიდერლანდები კონსტიტუციური მონარქიაა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ინდუსტრიულ-აგრარარული ქვეყანა. ტერიტორიით სულ რაღაც 41,6 ათასი კვდრატული კილომეტრია, სადაც 17 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ნიდერლანდების სამეფოში განვითარებულია მანქანათ და გემთმშენებლობა, ლითონდამუშავება, ქიმიური, ელექტრონიკისა და კვების პროდუქტების წარმოება, ქვეყნას აქვს მაღალგანვითარებული აგრარული სექტორი.
ნიდერლანდების, როგორც ქვეყნის ყველაზე გამორჩეული თვისება უკვე რამდენიმე საუკუნეა, რაც არის პლიურალიზმი. ამ ტრადიციას საფუძველი ჩაეყარა მე–16 საუკუნის ბოლოდან, როდესაც 1581 წელს, მსოფლიოში პირველად, ნიდერლანდებში გაიმარჯვა ბურჟუაზიულმა რევოლუციამ და იგი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.
რელიგიური და პოლიტიკური პლიურალიზმის კვალდაკვალ, ნიდერლანდებში პროფკავშირული პლიურალიზმიც იქცა ტრადიციად. პირველი პროფკავშირები რელიგიური ორიენტაციის საფუძველზე ჩამოყალიბდა, იყო კათოლიკური, პროტესტანტული და კალვინისტური პროფკავშირები. მალე ქვეყანაში პოლიტიკური ორიენტაციითაც შეიქმნა უკვე სოციალ-დემოკრატიული პროფკავშირები. პირველი საერთო ეროვნული პროფგაერთიანება 1906 წელს შედგა და მისი ინიციატორები სოციალ-დემოკრატიული ორიენტაციის პროფკავშირები იყვნენ, ასე დაფუძნდა ნიდერლანდების პროფკავშირების ფედერაცია, რომელსაც მალე მოჰყვა ნიდერლანდების კათოლიკური პროფკავშირების ფედერაციის დაფუძნება, შემდგომ კი პროტესტანტული ორიენტაციის ქრისტიანული პროფკავშირების ეროვნული გაერთიანების დაფუძნებაც. 1972 წელს კათოლიკური პროფკავშირების ფედერაციამ დაიწყო ნიდერლანდების პროფკავშირების ფედერაციასთან შერწყმის პროცესი, რაც 1981 წელს სრული შეკავშირებით დასრულდა. ნიდერლანდების პროფკავშირების ფედერაცია აქტიურ საინფორმაციო-პროპაგანდისტულ მუსაობას ეწევა, გამოსცემს გაზეტს „პროფკავშირული გაზეთი“, ჟურნალს „პროფმოძრაობა: და ფედერაციის ბიულეტენს. ნიდერლანდების პროფკავშირების ფედერაცია მთავარ ამოცანებად მიიჩნევს: მიაღწიოს მაქსიმალურად საყოველტაო დასაქმებას, სოციალურ და ეკონომიკურ ურთიერთობებსი პროგრესულ ცვლილებებს, საზოგადოებრივი სიკეთეების მაქსიმალურად სამართლიანად განაწილებას, საზოგადოების ყველა წევრის მსყიდველობითი უნარის მაქსიმალურადზრდას და არსებული 38 საათიანი სამუსაო კვირის 32 საათამდე შემცირებას. ნიდერლანდების პროფკავშირების ფედერაცია პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი ორგანიზაციაა.
ნიდერლანდების ქრისტიანული პროფკავშირების ეროვნული გაერთიანება მართალია რიცხოვნობით ჩამორჩება ნიდერლანდების პროფკავშირების ფედერაციას, მაგრამ იგი საკმაოდ აქტიურია განსაკუთრებიტ მომსახურების სფეროში. იგი გამოსცემს ჟურნალს „გზამკვლევი“ და აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო პროფმოძრაობაში, განსაკუთრებით ახლოს თანამშრომლობს პროფკავშირების ევროპულ კონფედერაციასთან და ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების საკონსულტაციო კომიტეტთან.
ნიდერლანდების პროფკავშირების ფედერაცია და ქრისტიანული პროფკავშირების ეროვნული გაერთიანება პროფკავშირულ საკითხებზე პოზიციების შესაჯერებლად იყენებენ ერთობლივ საკონსულტაციო საბჭოს.
პროფკავშირულ მოძრაობას ბევრი გამოწვევა აქვს დღეს ისეთები, როგორიც არის ეკონომიკის მთელი დარგების გაქრობა, შრომის ბაზრის სტრუქტურული ცვლილება, ახალი შრომითი მიგრანტები, მაგრამ თანამსრომლობითა და აქტიურობით იღწვის მათ სოციალური სამართლიანობის პრინციპით გადასაწყვეტად.