თუ პროფკავშირები და კაზინოები არ მორიგდნენ, კულინარიის და ბატენდერების პროფკავშირები გეგმავენ გაფიცვას ლას ვეგასის 7 კაზინოს წინააღმდეგ. კვირას, დილის 5 საათზე.
„ჩვენ მოვამზადებთ დიდ პიკეტებს დაუსახლებელ ადგილებზე და კაზინოების თითქმის ყველა შესასვლელთან“ – განაცხადა ბეთანი კჰანმა. ამ აქციაში სავარაუდოდ 2000–მდე ადმაიანი მიიღებს მონაწილეობას.
“ტურისტებს დავურიგებთ ფლაიერებს ჩვენი გაფიცვისა და შრომითი დავების შესახებ. ამავდროულად, ვთხოვთ ტურისტებს და ადგილობრივ მოსახლეობას, რომ პატივი სცენ ჩვენს პროტესტს“.
რესტორნის, სასტუმროების დამლაგებლების, კოქტეილის მიმტანების, ბარტენდერების და პროფკვაშირების სხვა წევრები შეუერთდებიან ამ პროტესტს. „The D“, „Four Queens“, „Binion’s“, „Plaza“, „Las Vegas Club“, „El Cortez“ და „Golden Gate“–ს კაზინოების თანამშრომლები იფიცებიან მათი კონტრაქტების შეწყვეტის საფუძველზე. ჯგუფების წარმომადგენლობა აცხადებს, რომ დასაქმებულები ღირსეული ანაზღაურების და სამართლიანი ხელშეკრულების ღირსნი არიან.
პროფკავშირები წარმოადგენენ 55,000–ზე მეტ ადამიანს და სულ ცოტა ხნის წინ მიაღწიეს 5 წლიანი შრომითი ხელშეკულებების გაფორმებას „MGM“ და „Caesars Entertainment Corp“–ის კაზინოებთან, რომელმაც პირობა დადო, რომ შეინარჩუნებდა მშრომლების დაზღვევის ძველ ტარიფს, მოარგებდა მათ შრომით საათებს და დააბრუნებდა გაუქმებული რესტორნებისგან გაშვებულ მშრომლებს.
“ჩვენ ვართ ის ხალხი ვინც ასუფთავებს ოთახებს, ზრუნავს თქვენს კვებაზე, მოგვაქვს თქვენი სასმელი და ლას ვეგასის ტურიზმის ხარისხის გაუმჯობესებაში ვმონაწილეობთ“ –ამბობს პატრიცია მონტესი, დამლაგებელი Four Queens ის კაზინოში –“ჩვენ ვართ ლას ვეგასის ცენტრის ხერხემალი!“
ლას ვეგასში მსგავსი მასშტაბური გაფიცვა 1991 წელსაც იყო და საბოლო ჯამში დასაქმებულთა მოთხოვნების შესრულებით დასრულდა.