საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (სპკგ) ეხმაურება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ 2016 წლის ანგარიშს და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის შეფასებას.
ანგარიში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა ასოციაციის თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკებების უფლება, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული დისკრიმინაცია, შრომის უსაფრთხოება, შრომის სახელმწიფო ინსპექციის არაეფექტურობა, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურების და შრომის საერთაშორის სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის საკითხი.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით ხელისუფლებამ ვერ შეძლო ეფექტურად განეხორციელებინა ის რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ მშრომელთა შეკრების თავისუფლებას ან კრძალავენ ანტიპროფკავშირულ დისკრიმინაციას და შესაბამისად, სახეზეა შრომითი უფლებების დარღვევები, რომელთაც არ მოჰყოლიათ ეფექტური ჯარიმები არასაკმარის საფუძველზე თანამშრომლების გათავისუფლებისთვის, ხოლო შრომითი უფლებების შესახებ იურიდიული დავები გამოირჩეოდა დროში მნიშვნელოვანი განგრძობადობით. კომპანიები და საჯარო ორგანიზაციები მიმართავენ ხშირ რეორგანიზაციას იმისათვის, რათა გაათავისუფლონ საპენსიო ასაკს მიღწეული პერსონალი. ხშირია პროფკავშირული გაერთიანებების წევრობის საფუძველზე ზეწოლისა და დევნის ფაქტები როგორც საჯარო, ისე კერძო კერძო სექტორში, განსაკუთრებით კი საქართველოს რკინიგზასა და საქართველოს ფოსტაში.
შრომის ინსპექციის სამართლებრივი ჩარჩოს გარეშე, ხელისუფლებამ ვერც ერთ სექტორში ვერ შეძლო გადაედგა ქმედითი ნაბიჯები საარსებო მინიმუმის, შრომის უსაფრთხოების, ან ჯანმრთელობის სტანდარტებს დაწესებისათვის.
სპკგ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არასამთავრობო სექტორს და ფართო საზოგადოებას მიიღონ კარდინალური ზომები საქართველოს შრომით ბაზარზე არსებულ მდოგმარეობის გაუმჯობესების და შრომის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, დასაქმების გაზრდაას და ეკონომიკის ზოგად გაჯანსარებას.
წარმოგიდგენთ ანგარიშის შრომის უფლებების ნაწილში (თავი 7) დაფიქსირებულ ძირითად საკითხებს
ა. ასოციაციის თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკებების უფლება
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (სპკგ) ინფორმაციით, გარკვეულ კატეგორიის მშრომელებს, რომელთა საქმიანობა – როგორც მთავრობის მიერ იქნა განსაზღვრული – უკავშირდება “ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას”, არ მიეცათ გაფიცვის უფლება და ხელისუფლებას არ გაუცია რაიმე სახის კომპენსაცია ამ უფლებათა შეზღუდვის გამო. სპკგ-ის ცნობით, ზოგიერთი პროფესიის ადამიანთა გაფიცვის უფლების ამგვარი შეზღუდვა ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებს.
ხელისუფლებამ ვერ შეძლო ეფექტურად განეხორციელებინა ის რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ მშრომელთა შეკრების თავისუფლებას ან კრძალავენ ანტიპროფკავშირულ დისკრიმინაციას და შესაბამისად, სახეზეა შრომითი უფლებების დარღვევები, რომელთაც არ მოჰყოლიათ ეფექტური ჯარიმები არასაკმარის საფუძველზე თანამშრომლების გათავისუფლებისთვის, ხოლო შრომითი უფლებების შესახებ იურიდიული დავები გამოირჩეოდა დროში მნიშვნელოვანი განგრძობადობით.
საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალურ საკითხთა სამინისტროში შრომის ინსპექციის და მედიაციის სერვისების არასათანადო ფუნქციონირების ფონზე, ხელისუფლებამ ვერ შეძლო მოეხდინა (კანონით გათვალისწინებული) კოლექტიური ხელშეკრულებების უზრუნველყოფა, ისევე როგორც დამსაქმებელთა ქცევის შესაბამისობა შრომით კანონმდებლობასთან. დასაქმებულები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ისინი უკანონოდ იქნენ გათავისუფლებული, იძულებული იყვნენ მიემართათ სასამართლოსთვის გათავისუფლების მომენტიდან ერთი თვის განმავლობაში.
ანგარიშის პერიოდში, მუშებმა ზოგადად ისარგებლეს გაფცვის უფლებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუმცა პერიოდულად, ისინი ხდებოდნენ ადმინისტრაციის მხრიდან შურიძიების მსხვერპლი. სპკგ-ს ინფორმაციის თანახმად, „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ)“ მაგალითზე დაყრდნობით, მთავრობის მიერ დაფინანსებული “ყვითელი” პროფკავშირების გავლენა შედარებით შესუსტდა წინა წლებთან შედარებით და სპმთპ ფუნქციონირებდა კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისობაში. ოქტომბრის თვიდან სპმთპ-ს და განათლების სამინიტროს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები დარგობრივი შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით.
ბ. იძულებითი ან სავალდებულო შრომის აკრძალვა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, იძულებითი ან სავალდებულო შრომის შემთხვევები არ დაფიქსირებულა, მაგრამ გამოვლენილ იქნა მოწყვლადი ჯგუფი, რომელიც მოიცავს საწარმოო, გასართობი და სასტუმრო ინდუსტრიის სექტორში დასაქმებულ პირებს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების განცხადებით, იძულებითი შრომის წინააღმდეგ მიმართული მთავრობის ძალისხმევა და ზომები არ გაუმჯობესებულა. სამინისტროს ინფორმაციით, წლის მანძილზე განხორციელდა 70 საწარმოს ინსპექცია ადამიანის და შრომითი ტრეფიკინფგის აღმოჩენის მიზნით, მაგრამ კრიმინალური ქმედების ფაქტები არ გამოვლენილა.
გ. არასრულწლოვანთა შრომის აკრძალვა და დასაქმების მინიმალური ასაკი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, წლის განმავლობაში ბავშვთა უკანონო შრომის შემთხვევები არ გამოვლენილა.
ბავშვთა უკანონო შრომის შემთხვევების გამოძიების დაბალი მაჩვენებლების გამო, გაურკვეველია თუ რამდენად ეფექტურად ხდება შესაბამისი კანონმდებლობის შესრულება ხელისუფლების მხრიდან. ბევრი ბავშვი 16 წლამდე მუშაობს მცირე, ოჯახის საკუთრებაში არსებულ ფერმებში. უმეტეს შემთხვევაში, ეს ხელისუფლების მხრიდან არ აღიქმება როგორც იძულებითი ან ბავშვთა შრომა.
დ. დასაქმებასთან და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული დისკრიმინაცია
სამსახურის ადგილებზე დისკრიმინაცია ფართოდ გავრცელებული მოვლენაა. სპკგ-მ გაავრცელა ინფორმაცია დასაქმების ადგილებზე ასაკის, სექსუალური ორიენტაციის და პროფკავშირებში წევრობასთან დაკავშირებული დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებით. კომპანიები და საჯარო ორგანიზაციები მიმართავენ ხშირ რეორგანიზაციას იმისათვის, რათა გაათავისუფლონ საპენსიო ასაკს მიღწეული პერსონალი. ამასთანავე, ვაკანსიის თაობაზე განცხადებებში ხშირად არის დაფიქსირებული ასაკობრივი მოთხოვნები, როგორც კონკრეტული პოზიციის დაკავების წინაპირობა. სპკგ-მ აგრეთვე გაავრცელა ინფორმაცია პროფკავშირული გაერთიანებების წევრობის საფუძველზე ზეწოლისა და დევნის მრავალრიცხოვანი ფაქტების შესახებ, როგორც საჯარო, ისე კერძო კერძო სექტორში, განსაკუთრებით კი საქართველოს რკინიგზასა და საქართველოს ფოსტაში.
იმ გარემოების მიუხედავად, რომ გარკვეულად გაუმჯობესდა ქალთა წვდომა შრომით ბაზარზე, დამკვირვებელთა ინფორმაციით, ქალები დიდწილად დასაქმებულნი არიან დაბალანაზღაურებად და დაბალი კვალიფიკაციის სამუშაო ადგილებზე, მათი პროფესიული და აკადემიური კვალიფიკაციის მიუხედავად და მათი ხელფასებიც მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა მამაკაცთა ანაზღაურებას.
სახალხო დამცველის აპარატის განხცადებით, სახელმწიფოს არ შეუმუშავებია გეგმა, რომელიც დაარეგულირებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების პრობლემას.
ე. შრომის მისაღები პირობები
კანონმდებლობა არ განმარტავს ზეგანაკვეთური სამუშაოს პირობებს, არ არსებობს პროფესიული, უსაფრთხოების და ჯანდაცვის სტანდარტები. კანონპროექტი, რომელმაც უნდა დაარეგულიროს აღნიშნული საკითხები, არ არის წარმოდგენილი პარლამენტის წლიურ ანგარიშში.
შრომის ინსპექციის სამართლებრივი ჩარჩოს გარეშე, ხელისუფლებამ ვერც ერთ სექტორში ვერ შეძლო გადაედგა ქმედითი ნაბიჯები საარსებო მინიმუმის, სამუშაო საათების, შრომის უსაფრთხოების, ან ჯანმრთელობის სტანდარტებს დაწესებისათვის. თებერვალში პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით სახელი შეეცვალა ერთი წლის წინ შექმნილ შრომის მონიტორინგის დეპარტამენტს და დაერქვა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია. ინსპექტირება დარჩა ნებაყოფლობითი და დამსაქმებელი 5 დღით ადრე იღებდა შეტყობინებას ინსპექციის დაწყების თაობაზე. ინსპექტორებმა ვერ შეძლეს დამსაქმებლებისთვის დაეკისრებინათ რაიმე სახის ჯარიმა, გარკვეულწილად იმ გარემოების გამო, რომ კანონმდებლობა არ განმარტავს შრომის მისაღებ პირობებს. დაწესებული ჯარიმები იყო დარღვევების აღმოფხვრისთვის შეუსაბამო. ინსპექტორთა რაოდენობა იყო არასაკმარისი. საწარმოო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა აგრეთვე ზღუდავს ინსპექციის ეფექტიანობას, რომელიც არ იძლევა გაუფრთხილებელი რევიზიის საშუალებას, ადამიანებით ტრეფიკინგის ეჭვის არსებობის შემთხვევების გარდა.
ანგარიშის პერიოდში შრომის უფლებების დარღვევა ფართოდ გავრცელებული მოვლენა იყო. დასაქმებულთათვის რთული იყო თავი აერიდებინათ სამსახურიდან დათხოვნის პოტენციურ საფრთხეს. გარკვეული ვადით დაქირავებულ მუშაკები ხშირად ერიდებოდნენ დამქირავებლისთვის მიეთითებინათ მათი უსაფრთხოების და ჯანმრთელობის პოტენციური ზიანის მომტან გარემოებებზე, რაც შესაძლოა გამხდარიყო მათი კონტრაქტების არ-განახლების საფუძველი.
მუშათა მნიშვნელოვანი ნაწილი დასაქმებული იყო არაფორმალურ ეკონომიკაში, სადაც შრომითი კონტრაქტების ხშირი არარსებობის გამო დაფიქსირდა ექსპულატატიური შრომის ფაქტები. ამგვარ შემთხვევებს ძირითადად ადგილი ქონდა ქუჩის და არარეგულირებული ბაზრების მოვაჭრეთა შორის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, იანვარ-ივნისის პერიოდში, სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 33 და დაშავდა 40 ადამიანი. აღნიშნული მიმართულებით, განსაკუთრებით ხიფათის შემცველ მიმართულებად კვლავ რჩება სამთო-მომპოვებელი სექტორი.