სტატიის ავტორი: დავით არაბიძე
21 დეკემბერს თბილისის სასტუმი „იოტაში“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ საზოგადოების წინაშე 2017 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა ვრცელ მოხსენებაში ისაუბრა, როგორც მიღწეულ წარმატებებზე, ასევე არსებულ გამოწვევებზე. მთავარი გამოწვევა – გამოცდა დამოუკიდებლობასა და თვითმმართველობაში, ორგანიზაციის როგორც თავისუფალი და მხოლოდ მშრომელთა სოციალური, შრომითი, ეკონომიკური და პროფესიული ინტერსებისა და უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, პროფკავშირული პრინციპების დამცველისა წარმატებით ჩაბარდა.
2017 წელს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ქალებისა და ახალგაზრდების სოციალურ-შრომითი უფლებებისა და ინტერესების წარმომადგენლობას, მათი ჩართულობის უზრუნველყოფას ყველა პროფკავშირულ აქტივობაში. ამის დასტურია ასევე ის დიდი ციფრი სემინარებისა, რომელიც გაიმართა, განსაკუთრებით არსანიშნავია ასევე ავსტრიული პროფკავშირული სკოლის ფუნქციონირებაც.
პროფკავშირების მუშაობის შედეგად 105 ათასმა დასაქმებულმა, მხოლოდ 2017 წელს, დამატებით მიიღო 103 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი. (სამართლებრივი დავების შედეგად მიღებული კომპენსაციების, დაზღვევის და სხვა ბენეფიტების სახით).
არის სხვა მიღწევებიც, ისეთი როგორიცაა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის № 144 კონვენციის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტის მიერ. თუმც შრომის საერთაშორის სტანდარტების დამკვიდრების მიმართულებით ბევრი რჩება გასაკეთებელი, მათ შორის დროულად უნდა მოხდეს შრომის უსაფრთხოებასთან და დედობის უფლების დაცვასთან დაკავშირბული კონვენციების, ისევე როგორც სხვა არა ნალკლებ მნიშვნელოვანი კონცეფციების რატიფიცირებაც.
2018 წლის პრიორიტეტებში, ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანის გადაჭრა, რეალური უფლებებით აღჭურვილი შრომის უსაფრთხოების ინსპექციის შექმნა და ამ მიმართულებთ სოციალურ პარტნიორთა მიერ (მტავრობა და დამსაქმებლები) საქართველოს პროფკავშირებთან გულწრფელი და საქმიანი თანამშრომლობაა.
დიდ პრობლემად რჩება მინიმალური ხელფასისი საკითხიც (კერძო სექტორში ის უკვე 20 წელა 20 ლარია, ხოლო 2005 წლიდან საჯარო სექტორში 135 ლარი), მაშინ როდესაც საქართველოს პროფკავშირების მოთხოვნაა მინიმალური ხელფასი, პირველ ეტაპზე, საარსებო მინიმუმთან გათანაბრება.
მნიშვნელოვანი გამოწვევაა საპენსიო სისტემის რეფორმაც, რადგან საქართველოს მთავრობის პოზიცია ამ მიმართულებით არათუ არ ეყრდნობა სოციალურ პარტნიორობას, არამედ პირდაპირ გაურბის მას.
საამხრივი (მთავრობა, პროფკავშირები და დამსაქმებლები) სოციალური პარტნიორობის კომისიაც ქაღალდზე არსებობს და ჯერ კიდევ არ არის ორიენტირებული რეალურ სოციალურ დიალოგზე, მით უფრო რომ პირი არ უჩანს გენერალურ შეთანხმებას და თუ არსებეობს დარგობრივი შეთანხმება, ისიც მხოლოდ განათლებაში. პროფკავშირების პოზიციაა, რომ აუცილებელია სამმხრივი დიალოგის კიდევ უფრო ფართო მასშტაბით გაშლა.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წევრი დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენელებთან ერთად ანგარიშს დაესწრნენ სამოქალაქო საზოგადოების, უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.