მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირების ისტორია საქართველოში

საქართველოში პროფკავშირული მოძრაობა რომ XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან იღებს სათავეს, უდავოა, ამასზე უამრავი  დოკუმენტური მასალა მოგვეპოვება და არავინ დაობს. საინტერესო ისა, როგორ მოაღწია აქამდე ევროპული მოდელის “მშრომელთა საზოგადოების, გაერთიანების, ან ასოციაციის” ( შემდგომში პროფკავშირი) შექმნის პრაქტიკამ?  ამის შესახებ ჯერ არაფერი თქმულა.

საქმე ის, გახლავთ რომ პროფკავშირების შექმნის იდეა დასავლეთ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში უკავშირდება კაპიტალიზმის განვითარების აღმავლობას, რასაც კანონზომიერად მოჰყვა ფაბრიკა-ქარხნებსა კერძო სექტორში მუშა-ხელის დასაქმების ზრდა. ზრდის ტენდენციას თან სდევდა ფერმერთა მხრიდან მშრომელთათვის შრომითი პირობების საკუთარი შეხედულებით შექმნა. დასაქმებულთა შრომითი პირობები ყველა შემთხვევაში დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებდა. ეს ეხებოდა, როგორც სამსახურში მიღება-დათხოვნასა და მუშაობის ხანგრძივობას, ისე შრომის ანაზღაურების მოცულობას. აღარაფერს ვამბობთ დაცული შრომის უსაფრთხოებებზე. ცხადი და ლოგიკურია, დღის წესრიგში დგებოდა შრომის ღირსებააყრილი უფლებების დამცავი მექამიზმის შემუშავება და ასეც მოხდა. 

ინგლისის დედაქალაქში დაარსდა “ხალხთა შორის მუშების საზოგადოება” (შემდგომში პროფესიული კავშირი). როგორც კი საზოგადოების სამოქმედო დებულება დაიწერა, მშრომელებმა წარმოების მეპატრონეს შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მიმართეს და შედეგსაც მიაღწიეს. დასაქმებულებმა არნახული ტემპით დაიწყეს “ხალხთა შორის მუშების საზოგადოებაში” გაერთიანება. სტიმული იმდენად მაღალი იყო, რომ ერთ წელიწადში აღნიშნული საზოგადოებები ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის საწარმოში შეიქმნა. მუშათა ინტერესების დამცველი საზოგადოების შესახებ ინფორმაციები პრესის საშუალებით მთელი დედამიწის ზურგს ეფინებოდა. დიდ ინტერესს იწვევდა ნაბეჭდი სტატიები იმის შესახებ თუ, როგორ შეიძლებოდა აუტანელი კოლონიალური შრომის პირობებიდან თავის დაღწევა. სამოქმედო დებულების მიხედვით, მუშახელს უფლება მიეცა ებრძოლა საკუთარი შრომის უფლებების დასაცავად.

“ხალხთა შორის მუშების საზოგადოების” წარმატებულმა მოქმედებებმა დანარჩენი ქვეყნებისთვისაც მიმბაძველი ხასიათი შეიძინა. გამონაკლისი არც საქართველო იყო. მით უმეტეს, რომ იმ წლებში, არა მარტო თბილისში, არამედ მთელ რიგ მაზრებში ადგილობრივი გაზეთები გამოდიოდა და მათ ევროპიდან, როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივი საყოფაცხოვრებო ინფორმაციები მიეწოდებოდა.

ამით იმის თქმა გვინდა, რომ იმ დროიდელი პრესის რედაქციები რეგულარულად იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან სატელეგრაფო შეტყობინებებს და, თემატიკის აქტუალობიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდ ადგილს უთმობდნენ მიღებულ კორესპოდენციებს.

პირველი ინფორმაცია პროფკავშირების შესახებ ქართულ პრესაში, სათაურით “ხალხთა შორის მუშების საზოგადოება”, 1871 წლის 12 იანვარს, გაზეთ “დროებაში” გამოქვეყნდა.

მცირედი შემოკლებით და სტილის დაცვით ვაქვეყნებთ სტატიის შინაარს, რომელიც, ვფიქრობთ, გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის ამ თემით დაინტერესებულ ჩვენ მკითხველს, საქართველოში პროფკავშირების წარმოშობის შესახებ.

“ეს საზოგადოება, ან ასოციაცია შემდგარა თითქმის, მხოლოდ მუშა-ხალხისაგან, მაგრამ იმის წევრებად არიან აგრეთვე მწერლები და სხვა პირებიც, რომელნიც გამოჩენილნი არიან თავის ხალხის მოყვარული აზრებით და რომელთაც ჰსურთ მდაბიო, მუშა ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესება. სულ წევრების რაოდენობის რიცხვი 2.500.000-ია, ესენი თითქმის მთელ დედამიწაზე არიან გაფანტულნი. ყველგან სადაც კი ცოტაოდენობითაა შესული მუშებში განათლების სხივი, ყველგან ნახავთ ამ ასოციაციის წევრებს. ცენტრალური მმართველობის კომიტეტი კი ლონდონშია. აქ სწყდება ასოციაციის ყველა საზოგადო და ღირსშესანიშნავი საქმეები. სხვაგან სატახტო ქალაქში არიან ამ კომიტეტის განყოფილებანი, მაგალითად: პარიზში, ბერლინში, ბრიუსელში, ვენაში და აგრეთვე ამერიკის ბევრ ქალაქებში. უმთავრესი, ანუ ცენტრალური ლონდონის კომიტეტი თხუთმეტ წევრისაგან არის შემდგარი. ყოველ კვირას ამ კომიტეტს უცხო ქვეყნებიდან მოსდის იმათი ანგარიში და სხვადასხვა საჭირო ცნობები, როგორც მაგალითად: 1) ადგილობრივ პოლიტიკურ მოძრაობაზე, 2) უწყება თავის ახალ წევრებზე, 3)  თავის ღონისძიებების მდგომარეობაზე, 4) მდიდარი ფაბრიკანტებისა და თანხის პატრონების სია, 5) თავიანთი მოქმედებისა და გადაწყვეტილებების ანგარიში და სხვა.

ამ ასოციაციას დიდი შესაძლებლობა აქვს. ყოველი წევრი, ყოველი მუშა შეძლებისა და გვარად თითო ოროლ შაურს სწირავს კვირაში და აქედან დიდი ფული შესდგა. უმთავრესი დანიშნულება ამ საზოგადოებისა ისაა, რომ ყოველ ღონისძიებით და ყოველ შემთხვევაში მუშებს ხელი გაუმართოს და ეცადოს იმის ცუდი მდგომარეობის გამოკეთებაზე. ამ აზრის მისაღწევად ასოციაცია გამოსცემს წიგნებსა და გაზეთებს მუშებისათვის, ჰკითხულობს საპუბლიკო ლექციებს, მართავს იმათთვის საავადმყოფოებს და საკითხავ ოთახებს და სხვა. ეს ასოციაცია არის მთელი ქვეყნის მუშების შემაერთებელი. ის ცდილობს, რომ ყველა მუშებს ჰქონდეთ ერთი აზრი, ერთი წადილი და ერთნაირი მოქმედება. ვთქვათ სადმე, რომელიმე ფაბრიკანტი მუშებს ავიწროვებს, ცოტა ჯამაგირს აძლევს, ან ბევრს ამუშავებს, ამის გამო ამათ უთანხმოება მოუხდა და მუშებმა თავი დაანებეს მუშაობას (შეადგინეს “სტაჩკა”), რომ ამათ ჯამაგირი მოამატებინონ ფაბრიკანტს; მაშინვე ცენტრალური კომიტეტი უგზავნის ამ მუშებს ფულებს, რომ გარკვეულ დრომდი შეძლონ ცხოვრება. აქვე აძლევს დარიგებას იმის თუ, როგორ უნდა მოიქცნენ.

ერთი სიტყვით სხვა არა იყოს რა, ეს ასოციაცია მარტო იმითაა შესანიშნავი, რომ იმდენი წევრები და შეძლება მგონი, არცერთ სხვა საზოგადოებაში არ იპოვება და თუ ამ სახსრების რიგიანად მოხმარება დასცალდათ და შეიძლეს, უეჭველია ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება შემდგომში, როდესაც მუშების მდგომარეობას ახლანდელზე უფრო მომეტებული ყურადღება იქნება მიქცეული.”

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ცალკეულ წარმოებებში დასაქმებულთა დიდ უმრავლესობას არ შეეძლო გამოქვეყნებული ინფორმაციების კითხვა, მაგრამ ის, თუ რა ხდებოდა უცხოეთში, განსაკუთრებით მშრომელთა უფლებების დაცვისა და შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნის კუთხით, დიდ ყურადღებას იპყრობდა. მუშები ინფორმაციებს ზეპირად გადასცემდნენ ერთმანეთს, რამაც გარკვეული შედეგი გამოიღო. ერთი წლისთავზე 1872 წელს მირზოევის ტანსაცმლის სამკერვალო ფაბრიკის მუშაკმა ქალებმა ერთკვირიანი გაიფიცვა გამოაცხადეს და დამსაქმებელს შრომის პირობების გაუმჯობესება მოთხოვეს. ისინი ფაბრიკის წინ შეიკრიბნენ და უარი თქვეს, “ასეთ პირობებში, ასეთ გასამრჯელოზე არ ვიმუშავებთო”.

ისმის კითხვა: საიდან უნდა სცოდნოდათ თბილისელ მშრომელებს, რომ გაფიცვა ასეთი ფორმით უნდა გამოეხატათ, რომ ეს შედეგს მოიტანდა და შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნას ფაბრიკის მეპატრონე სიხარულით თუ არ შეხვდებოდა,  ნაწილობრივ მაინც გაითვალისწინებდა? ფაბრიკის მუშაკებს ეს ნაბიჯი ევროპიდან მოწოდებულმა ინფორმაციებმა გადაადგმევინა, – რაკი ევროპის ქვეყნებში მუშები  გარკვეულ წარმატებებს აღწევდნენ, თბილისელი მუშების მოთხოვნები რატომ არ იყო გასათვალისწინებელი?

ამ დროს მირზოევმა მუშებს შეუთვალა, “თქვენთვის ეს ჯამაგირი მეტია, ვინემ გეკუთნით. თუ არ გინდათ, მუშახელის მეტი რა არის, აგერ ტუსაღები იხვეწებიან და მათ დავასაქმებო”. მართალია მკერავების გაფიცვას შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ მცდელობა, რომ გაუმჯობესებულიყო შრომის ანაზღაურება  და, შესაბამისად, შრომის პირობები ფაქტად რჩება. სხვა, რომ არაფერი, ამით საქართველოში პირველი გაფიცვა დაფიქსირდა. ფაბრიკის მეპატრონე არ გატყდა იმის გამო, რომ მას ქალაქის “უპრავაში” (გამგეობაში) საკმაოდ გავლენიანი ლობი ჰყავდა და ნაკლებად დაგიდევდათ მშრომელთა გაუსაძლის შრომის პირობებს.              profkavshiris isotira2

სტატია გამოქვეყნდა ციფრული ფორმატით გამომავალ გაზეთ “სოლიდარობაში”.