საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში მიმდინარეობს სემინარი: “პროფკავშირების ახალგაზრდული ორგანიზაციის გაძლიერება“. სემინარის მონაწილე ახალგაზრდებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია, პროფკავშირების გაერთიანების აპარატის უფროსი ლაშა ბლიაძე და Youth GTUC-ის ხელძღვანელი გიორგი აფციაური უპირველეს ყოვლისა, პროფკავშირების რაობასა და მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
ასევე სემინარის მნიშვნელოვანი განსახილველი თემებია: პროფკავშირები – ევროპასა და საქართველოში, პროფკავშირები წარსულსა და აწყოში, პროფკავშირების როლი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში, შრომის კანონმდებლობა საქართველოში, ახალი შრომის კოდექსი და სხვა…
სემინარზე ამას გარდა განიხილება პროფკავშირების ახალგაზრდული ორგანიზაციის მუშაობა საზღვარგარეთ, ITUC/PERC-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრობა და მნიშვნელობა, ახალგაზრდული ორგანიზაციის ძველი და მიმდინარე პროექტები და სხვა მნიშვნელვანი საკითხები
სემინარში მონაწილეობას “ფრიდრის ებერტის ფონდის“ წარმომადგენელიც იღებს