მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფესიული კავშირები ავსტრიაში

david-17

სტატიის ავტორი: დავით არაბიძე

ავსტრიაში პროფკავშირულ მოძრაობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. 1870 წელს ავსტრია–უნგეთის იმპერიაში მიიღეს, ჯერ კიდევ 1824 წელს ბრიტანეთის იმპერიაში მიღებული „კოალიციების შესახებ“ კანონის მსგავსი, იურიდიული აქტი, რამაც სამართლებრივი ბაზა შეუქმნა პროფკავშირების დაფუძნებას. აქტის შესაბამისად დაწესდა 10 საათიანი სამუშაო დღე, მინიმალური ხელფასი და ზეგანაკვეთური შრომის გაზრდილი ტარიფით ანაზღაურება,  აიკრძალა ქალთა მიერ ღამით მუშაობა, ასევე მუშაობა დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე და კვირაობით, შემოღებულ იქნა წარმოებაში მიღებული ტრავმისას სამედიცინო დახმარება და დაზღვევა, აღიარებულ იქნა კოლექტიური ხელშეკრულებები.

1918 წელს იმპერია დაიშალა, დაფუძნდა ავსტრიის რესპუბლიკა, რომლის პირობებშიც დაკანონდა 8 საათიანი სამუშაო დღე და შემწეობა უმუშევართათვის, მიღებულ იქნა კანონები „კოლექტიური ხელშეკრულებების შესახებ“, „შრომის პალატის შესახებ“, „გაფიცვის შესახებ“,“საწარმოო საბჭოების შესახებ“, თუმც ეს უკანასკნელი კანონი რეალურად შტრეიკბრეხერული ორგანოების ფორმირების ხელშემწყობ აქტად იქცა, რამაც ხელი შეუშალა რესპუბლიკაში პროფკავშირული მუშაობის გაშლას.

1934 წელს მომხდარი ხანმოკლე სამოქალაქო ომის შემდეგ ავსტრიაში პროფაშისტური რეჟიმი დამყარდა, რამაც წარსულში მიღწეული ყველა სოციალური სიკეთეების დაკარგვა გამოიწვია, გაუქმდა კანონი „გაფიცვების შესახებ“, პროფაშისტურმა რეჟიმმა შექმნა ერზაც–პროფკავშირები, რომლის ფუნქციონერებსაც სოციალურ საკითხთა მინისტრი ნიშნავდა, დამოუკიდებელი პროფკავშირები აიკრძალა.

1938 წლს გერმანიის მიერ ავსტრიის ანექსიის შემდეგ, ავსტრიელი მუშები იძულებით გააწევრიანეს გერმანულ შრომის ფრონტში. 1938–1945 წლებში ბევრი ავსტრიელი პროფკავშირელი შეეწირა ნაცისტურ ტერორსა და მეორე მსოფლიო ომის კატაკლიზმებს.

1943 წელს ანტიჰიტლერულმა კოალიციამ მხარი დაუჭირა ავსტრიის დამოუკიდებლობის აღდგენას. ავსტრიის დედაქალაქის განთავისუფლების შემდგომ ავსტრიული პოლიტიკური სპექტრის სრული კონსენსუსი საფუძველზე დაფუძნდა ავსტრიის პროფესიული კავშირების გაერთიანება, რომელიც რეგისტრაციაში გაატარა ვენის საბჭოთა კომენდანტმა.

1945 წელს ავსტრიის პროფკავშირების გაერთიანება პროფკავშირების მსოფლიო ფედერაციაში გაწევრიანდა, მაგრამ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის „ცივი ომის“ დაწყების შემდეგ მან დატოვა ეს ფედერაცია და თავისუფალი პროფესიული კავშირების საერთაშორისო კონფედერაციას შეუერთდა, თუმც შეინარჩუნა საქმიანი ურთიერთობები როგორც პროფკავშირების მსოფლიო ფედერაციასთან, ასევე შრომის მსოფლიო კონფედერაციასთან.

ავსტრიის პროფკავშირების გაერთიანება დემოკრატიის მხადამჭერია და აქტიურად იღწვის მსოფლიოში დემოკრატიული უფლებების დასაცავად, იგი 1973 წლიდან არის პროფკავშირების ევროპული კონფედარაციის, ხოლო 2006 წლიდან პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის წევრი. დღეს ის ქვეყანაში ერთადერთი საერთო ეროვნული პროფკავშირული გაერთიანებაა და დასაქმებულთა თითქმის მესამედს აერთიანებს თავის რიგებში. გაერთიანებაში 7 დარგის პროფკავშირია, მისი უმაღლსი ორგანოა ფედერალური ყრილობა, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ იმართება, გართიანებას ჰყავს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, პრეზიდიუმი და საკონტროლო კომისია. გაერთიანებაში არის იდეოლოგიური პლატფორმების მქონე შიდა ორგანიზაციული ფრაქციები (ქრისტიანული, ეკოლოგიური, სოციალ–დემოკრატიული და სხვა).

ავსტრიის პროფკავშირების გაერთიანების მიზნებია: ადამიანის სოციალური უსაფრთხოება, მატერიალური სიკეთეების სამათლიანი განაწილება, თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, შრომით ურთიერთობებში სამართლიანობის დამკვიდრება, სამუშაო დროის შემცირება, ანაზღაურებადი შვებულების გაზრდა, ყველასთვის სამართლიანი ხელფასისა და საყოველთაო დაზღვევის მიღწევა, წარმოების მართვაში დასაქმბულთა თანამონაწილეობის უზრუნველყოფა, შრომის უნარის მქონე ყველა მოქალაქის დასაქმება, სოციალური პარტნიორობის საფუძველზე ეკონომიკის ყველა სფეროში პროფკავშირელთა ინტერესების წარმომადგენლობა.

ავსტრიელ პროფკავშირელებს ურთიერთობა უხდდებათ საწარმოო საბჭოებთან.    კანონის შესაბამისად კერძო სექტორში დასაქმებულები ირჩევენ ამ ორგანოებს. საწარმოო საბჭოების წევრები სარგებლობენ იმუნიტეტით სამუშაოდან დათხოვნაზე და მათი უფლებამოსილება ვრცელდება ინფორმაციის მიღებიდან მონიტორინგის განხორციელებით დამთავრებული. ავსტრიის ეკონომიკის ყველა სფეროში ყოველწლიურად იდება ახალი კოლექტიური ხელშეკრულებები, კანონის შესაბამისად საწარმოო საბჭოებიც კერძო სექტორში დამსაქმებლებთან დებენ ახალ შრომით ხელშეკრულებებს, რომელიც არ უნდა იყოს ამ დარგში არსებული კოლექტიურ ხელშეკრულებების პირობებზე უარესი. საწარმოო საბჭოების წევრთა 80% ავსტრიის პროფკავშირების გაერთიანების წევრია.

ავსტრიის ეკონომიკის სახელმწიფო სექტორში მოქმედებენ მხოლოდ ავსტრიის პროფკავშირების გაერთიანების პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები.

1920 წლიდან ავსტრიის რესპუბლიკის ცხრავე რეგიონში მოქმედებს შრომის პალატები, რომლებშიც გაერთიანებული არიან მხოლოდ კერძო სექტორში დასაქმებულები. ასეთივ წესი მოქმედებს ეკონომიკის, კულტურისა და ხელოვნების პალატებთან მიმართებაში.

კანონის შესაბამისად შრომის პალატას ფინანსდება მისი წევრების საწევრო ანარიცხებით. პალატის წევრები 5 წლის ვადით ირჩევენ ფუნქციონრებს. ავსტრიის პროფკავშირების გაერთიანება ყველა სტრატეგიულ და საკადრო საკითხში თანამშრომლობს ამ ორგანოსთან. შრომის პალატის ამოცანებია: ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პროცესების ფუნდამენტალური კვლევა, სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა, დასაქმებულთა და უმუშევათათვის კონსულტაციების გაწევა დაზღვევისა და გადასახადების საკითხებზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მშრომელთა ინტერესების სასარგებლო საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელება, სოციალური პარტნიორობის კომისიაში მუშაობა. შრომის პალატა არაა უფლებამოსილი აწარმოოს მოლაპარაკება და დადოს კოლექტიური ან ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებები, წარმოადგინოს მშრომელები საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან ეს მხოლოდ ავსტრიის პროფკავშირების გაერთიანების პრეროგატივაა.

ავსტრიის რესპუბლიკაში ეკონომიკური და სოციალური პარტნიორობა უკვე 7 ათეულ წელზე მეტია გრძელდება, ორმხრივი (ბიზნსი და პროფკავშირები), სამმხრივი (ბიზნესი, მთავრობა, პროფკავშირები) სოციალური პარტნიორობა ტრადიციაა, რომელშიც მონაწილეობენ: ფედერალური შრომის, სავაჭრო–სამრეწველო და სასოფლო–სამეურნო   პალატები, ავსტრიის პროფკავშირების გაერთიანება. ავსტრიის მთავრობის მონაწილეობით აქტიურად მოქმედებს პარიტეტული კომისია, რომელიც აერთიანებს ეკონომიკურ და სოციალურ, ხელფასის, კონკურენტუნარიანობისა და ფასების, საერთაშორისო საკითხთა ქვეკომისიებს.

ავსტრიაში აქტიურად იყნებენ სოციალური პარტნიორების მიერ შემუშავებულ კონცფციებს ახალი კანონების მისაღებად, რაც ხელს უწყობს საბაზრო ეკონომიკისთვის არატიპიურ მოვლნას, გაფიცვების მაქიმალურ მინიმიზაციას.

ავსტრიის პროფკავშირების გაერთიანება მიზნა ისახავს პროფკავშირული მოძრაობის განვითარებას, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე ევროპასა და მთელს მსოფლიოში, მხარს უჭერს სოციალური საბაზრო ეკონომიკის პირობებში საყოველთაო სოციალური პასუხისმგებლობისა და პარტნიორობის დამკვიდრებას.