ავსტრიაში პროფკავშირული მოძრაობა ჯერ კიდევ ჰაბსბურგების მონარქიის დროს დაიბადა. მუშათა შეკავშირების მცდელობები ხშირი გახდა 1848 წლის საერთო ევროპული რევოლუციის შემდეგ. 1870 წელს ავსტრია–უნგრეთის იმპერიაში მიიღეს 1824 წელს ბრიტანეთში მიღებული ”კოალიციიების შესახებ“, კანონის მსგავსი იურიდიული აქტი.ამ სამართებლივმა სიახლემ ის შედეგი მოიტანა რომ XIX საუკუნის ბოლოს ქვეყანაში უკვე იყო პროფესიული კავშირების გაერთიანება. ახალმა კანონებმა აკრძალა მუშაობა კვირაობით და დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე, შემოღებულ იქნა სამედიცინო და საწაარმო ტრამვატიზმის დაზღვევა, დამკვიდრდა 10 საათიანი სამუშაო დღე, აიკრძალა ქალთა ღამით მუშაობა, დაიწყო კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების ზრდა, დაწესდა მინიმალური ხელფასი და ზეგანაკვეთური შრომის გაზრდილი ტარიფით ანაზღაურება.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იმპერია დაიშალა და დაფუძნდა ავსტრიის რესპუბლიკა. მან მიიღო კანონები „საწაარმო საბჭოების შესახებ“, „კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების შესახებ“, ხოლო 1920 წელს “შრომის პალატის შესახებ „. 1934 წლისთვის ავსტრიაში უკვე იყო 8 საათიანი სამუშაო დღე და უმუშევრობის შემწეობა, მაგრამ საწაარმო საბჭოები შტრეიკბრეხერულ ორგანიზაციებად გადაგვარდნენ და დაიწყეს პროფკავშირული მოძრაობის შეფერხება. 1934 წელს სამოქალაქო ომის შემდეგ მოსულმა რეჟიმმა გააუქმა კანონი „გაფიცვების შესახებ“. ავსტრიის მთავრობამ შექმნა ფსევდო–პროფკავშირები, რომლის ფუნქციონირებსაც სოციალური საკითხების მინისტრი ნიშნავდა, ხოლო დამოუკიდებელი პროფკავშირები აიკრძალა.
1938 წელს გერმანიის მიერ ავსტრიის ანექსიის შემდეგ ავსტრიელი მუშები იძულებით გააერთიანეს გერმანულ შრომის ფრონტში. ბევრი ავსტრიელი პროფკავშირელი შეეწირა ნაცისტურ ტერორსა და მეორე მსოფლიო ომის კატაკლიზმებს.
1943 წელს ანტიჰიტლერულმა კოალიციამ მხარი დაუჭირა ავსტრიის სახემწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. ნაცისტური ოკუპაცისაგან განთავისუფლებულ დედაქალაქ ვენაში ავსტრიული პოლიტიკური სპექტრის სრული კონსენსუსის საფუძველზე დაფუძნდა ავსტრიის პროფესიული კავშირების გაერთიანება. მისი რეგისტრაცია 1945 წლის 30 აპრილს განახორციელა ქალაქ ვენის საბჭოთა კომენდატნმა.
1945 წელს ავსტრიის პროფკავშირების გაერთიანება გაწევრიანდა პროფკავშირების მსოფლიო ფედერაციაში, მაგრამ „ ცივი ომის“ დაწყების შემდეგ 1949 წელს იგი შეუერთდა თავისუფალი პროფესიული კავშირების საერთაშორისო კონფედერაციას. ამის მიუხედავად ავსტრიის პროფკავშირება საქმიანი ურთიერთობა შეინარჩუნეს პროფკავშირების მსოფლიო ფედერაციასთან და შრომის მსოფლიო კონფედერაციასთან.
ავსტრიის პროფკავშირები პირველთაგანი იყო ვინც აპროტესტებდა პროფკავშირების დევნას პორტუგალიაში, ესპანეთში, ჩილეში, და გმობდა აპარტეიდს სამხრეთ აფრიკაში, მხარს უჭერდა მშვიდობას ინდოჩინეთში, თანამშრომლობდა აფრიკის დეკოლონიზებული ქვეყნების პროფკავშირებთან, პირველი იყო აღმოსავლეთ ევროპის განახლებული პროფკავშირებთან თანასწორი შეათანხმებების დადებაში.
ავსტრიის პროფკავშირები საკუთარ ქვეყანაში დასაქმებულთა ინტერესების ერთდერთი გამომხატველია. გაერთიანების წევრთა რიცხვი 3 მილიონს უახლოვდება, რაც ქვეყნის დასაქმებულთა 60%_ია. გაერთიანებაში 7_ი დარგი შედის, რომელიც აერთიანებს კერძო საწარმოებში დასაქმებულებს, მასმედიის მუშაკებს, ქაღალდისა და ცელულოზის წარმოების მშრომელებს, სახელმწიფო მოსამსახურეებს, მუნიპალიტეტების თანამშრომლებს, ხელოვნების, სპორტის და თავისუფალი პროფესიების მუშაკებს, მშენებლებს, ხე–ტყის გადამამუშავებელი მუშებს, ტრანსპორტისა და მომსახურების სფეროს მუშაკებს, ფოსტისა და კავშირგაბმულობის სპეციალისტებს, მძიმე და მსუბუქი მრეწველობის მუშებს. მისი უმაღლესი ორგანოა ფედერალური ყრილობა, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ იმართება, მასზე ირჩევენ გაერთიანების თავჯდომარეს, მის მოადგილეს, პრეზიდიუმისა და საკონტროლო კომისიის წევრებს. გაერთიანებაშია არის იდეოლოგიური პლატფორმების მქონე შიდა ორგანიზაციული ფრაქციები (ქრისტიანული, სოციალ–დემოკრატიული, ეკოლოგიური და სხვა).
ავსტრიის პროფკავშირები იღწვის სოციალური სამართლიანობისთვის და უპირისპირდება დისკრიმინაციას, რასიზმს, ფაშიზმს, დიქტატურას. მისი მიზნებია: ადამიანის სოციალური უსაფრთხოება, მატერიალური სიკეთეების სამართლიანი განაწილება, თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, შრომით ურთიერთობებში სამართლიანობის დამკვიდრება, კოლექტიური შრომითი ხელშეკრულბების ზრდა, სრული დასაქმების მიღწევა, სამუშაო დროის შემცირება, შვებულების დროის გაზრდა, სამართლიანი ხელფასისა და სოციალური დაზღვევის მიღწევა, წარმოების მართვაში დასაქებულთა თანამონაწილეობის უზრუნველყოფა, სოციალური პარტნიორობის საფუძველზე ეკონომიკის ყველა სფეროში პროფკავშირელთა ინტერესების წარმომადგეენლობა. ავსტრიის პროფკავშირების გამოსცემს საკუთარ გაზეთს, 1973 წლიდან არის პროფკავშირების ევროპული კონფედერაციის, ხოლო 2006 წლიდან პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის წევრი.
ქვეყნის შიგნით ავსტრიის პროფკავშირებს უხდებათ საწარმოო საბჭოების ფაქტორის გათავლისწინება. ავსტრიული შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად კერძო სექტორში დასაქმებულები ირჩევენ საწარმოო საბჭოებს. ამ საბჭოს წევრებს აქვთ იმუნიტეტი დათხოვნაზე და უფლებამოსილებები (ინფორაციის მიღებიდან დაწყებული მონიტორინგის უფლებით გათავებული). ეკონომიკის ყველა დარგში ყოველ წლიურად ახლად დადებული კოლექტიური ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, კერძო სექტორში მოქმედი საწარმოო საბჭოებიც დებენ ახალ შრომით ხელშეკრულებებს, რომელნიც არ შეიძლება იყოს დასაქმებულთათვის დარგში არსებული ხელშეკრულების პირობებზე უარესი. აღსანიშნავია რომ საწარმოო საბჭოების წევრთა 80% ავსტრიის პროფკავშირების გაერთიანების წევრია. საჯარო სექტორში მოქმედებს მხოლოდ ამ გაერთიანების პირველადი პროფორგანიზაციები.
1920 წლიდან ავსტრიის რესპუბლიკის 9–ვე რეგიონში მოქმედებს შრომის პალატები. საჯარო სექტორში დასაქმებულთა გამოკლებით, ყველა სხვა დასაქმებული ვალდებულია იყოს შრომის პალატის წევრი. ასეთივე წესი მოქმედებს ეკონომიკურ პალატასათან და კულტურისა და ხელოვნების პალატასთან მიმართებაში.
შრომის პალატა ფინანსდება საწევროებით. მის ფუნქციონირებს წევრები ირჩევენ 5 წელიწადში ერთხელ. შრომის პალატა ავსტრიის პროფკავშირების გაერთიანებასთან თანამშრომლობს ყველა სტრატეგიულ და საკადრო საკითხში. შრომის პალატის ამოცანებია: საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელება მშრომელთა ინტერესების დასაცავად, ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პროცესების ფუნდამენტალური კვლევა, სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა, მშრომელთათვის და უმუშევრებისთვის კონსულტაციების გაწევა საგადასახადო საკითხებზე და დაზღვევის თაობაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, სოციალური პარტნიორობის კომისიაში მუშაობა. შრომის პალატას არ შეუძლია აწარმოოს მოლაპარაკებები კოლექტიურ ან ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებებზე ან დაიცვას მშრომელთა ინტერესები საერთაშორისო არენაზე, რადგან ეს მხოლოდ ავსტრიის პროფკავშირების პრეროგატივაა.
ავსტრიის რესპუბლიკისთვის უკვე 70 წელია, რაც თავისუფალი და არაფორმალური ეკონომიკური და სოციალური პარტნიორობა ცხოვრების ნორმაა, ასეთი ორმხრივი (ბიზნესი და პროფკავშირები) და სამმხრივი (ბიზნესი, პროფკავშირები, მთავრობა) თანაშრომლობა უკვე ტრადიციაა. სოციალური პარტნიორობის მონაწილეებია: ავსტრიის პროფკავშირების გაერთიანება, ფედერალური შრომის პალატა, ავსტრიის სავაჭრო–სამრეწველო პალატა, ავსტრიის სასოფლო–სამეურნეო პალატების პრეზიდენტთა კონფერენცია. ისინი სოციალურ კომპრომისების ძიებას არაფორმალურ ფორმატში ახდენენ, მაგრამ არსებობს ფორმალური ორგანოც – პარიტეტული კომისია, რომელშიც ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობს ავსტრიის მთავრობაც. პარიტეტულ კომისიაში შედიან: ეკონომიკური და სოციალური, საერთაშორისო, ხელფასის, კონკურენტუნარიანობისა და ფასების ქვეკომისიები.
ავსტრიის მთავრობა აქტიურად იყენებს სოციალური პარტნიორების მიერ შემუშავებულ კონცეფციებს ახალი კანონების შესაქმნელად. ყოველივე ზემოთ აღნიშნული განაპირობებს საბაზრო ეკონომიკისათვის სრული არატიპიურ ფაქტს – გაფიცვების ძალიან მცირე რიცხვს. უკვე შვიდი ათეული წელია, რაც ავსტრია არაა მასობრივი და ხანგრძლივი, სპონტანური და ხანმოკლე გაფიცვების ქვეყანა. ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს რომ რეალურ სოციალურ პარტნიორობას თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია საბაზრო ეკონომიკის სტაბილური ფუნქციონირებისთვის.
ავსტრიის პროფესიული კავშირების გაერთიანება თავის მუშაობას მიმართავს შემდეგი მიზნებისკენ: ავსტრია ძლიერი სახელწიფო ძლიერი პროფკავშირებით და ევროპა ძლიერი და სტაბილური სოციალური ბაზით. ავსტრიის პროფკავშირები მხარს უჭერენ საერთაშორი სამართლის პრინციპების დაცვას, მშვიდობას მსოფლიოში და კაცობრიობის საყოველთაო განვითარებას.