სტატიის ავტორი: დავით არაბიძე
აზროვნება და შრომა ადამიანის თვითგამოხატვის ფორმებია. ბიბლიოთეკა ის დაწესებულებაა სადაც ადამიანი როგორც აზროვნებს ასევე შრომობს. ბიბლიოთეკარის შრომა სულაც არ არის იოლი. ერთ-ერთი ასეთი დამსახურებული მშრომელი ბიბლიოთეკარი არის ქალბატონი ლილი გორდელაძე-მიმინოშვილისა.
ამ ღირსეული ადამიანის შრომითი ბიოგრაფია 6 ათეულ წელს ითვლის, რომელთაგან 5 ათეული წელი მან დედაქალაქის საბიბლიოთეკო სისტემას მიუძღვნა. ვინ მოთვლის რამდენი თაობის მოსწავლე, სტუდენტი, ახალგაზრდა თუ ზრდასრული ადამიანისთვი გაუწევია მას კეთილი სამსახური. სწავლა წიგნის გარეშე დღესაც შეუძლებელია და ეს მით უფრო საშური საქმე იყო ათწლეულების განმავლობაში. ბიბლოთეკარის შრომა ზეცასთან შეჭიდებული ტიტანის შრომის სადარია, რადგან მას წამითაც არ შეუძლია შეჩერდეს. რატომ? ჟურნალ-გაზეთებისა და ბროშურა-წიგნების ფონდი უწყვეტად მოითხოვს სისტემატიზაციას, რადგან სხვაგვარად ბიბლიოთეკაში ქაოსი დაისადგურებს. ასევ უწყვეტია მკითხველის მოთხოვნილება და ყველა ამ მოთხოვნას ბიბლიოთეკარმა სათანადოდ უნდა უპასუხოს. ეს ტიტანური შრომა კი ათწლეულების განმავლობაში უაღრესად მოკრძალებული ხელაფასით ნაზღაურდებოდა და ნაზღაურდება დღესაც.
25 წლიანმა მონაკვეთმა ჩვენი ქვეყნის ბიბლიოთეკებზეც იმოქმედა და იმოქმედა შემცირების მიმართულებით თითქმის 20-ჯერ შემცირდა ბიბლიოთეკების რიცხვი და თითქმის ამდენჯერვე ნაბეჭდი პროდუქციის (გაზეთი, ჟურნალი, ბროშურა და წიგნი) ფონდი.
დღეს ლილი გორდელაძე-მიმინოშვილისა საერთაშორისო ჰუმანიტარული ასოციაციის „კათარზისი“-ს ბიბლიოთეკის მუშაობას წარმართავს. მისი ძალისხმევით „კათარზისი“-ს ბენეფიციართა აბსოლუტური უმრავლესობა ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველია, ქალბატონი ლილის ძალისხმევით უწყვეტად იზრდება და ახლდება ბიბლიოთეკის ნაბეჭდი პროდუქციის ფონდი სხვადასხვა ენებზე. „კათარზისი“-ს ბიბლოთეკა გარდა საინფორმაციო მუშაობისა, ასევე მეთოდური საქმიანობითაც არის დაკავებული. საქართველოს უნივერსიტეტებში დღეს საბიბლიოთეკო ფაკულტეტები აღარ მოქმედებენ. ქალბატონი ლილი გორდელაძე-მიმინოშვილისა კი პედაგოგიური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია. იგი მეთოდურ-აღმზრდელობით მუშაობასაც ეწევა ახალი თაობის ბიბლიოთეკართა კადრების ფორმირებისათვის.
„კათარზისი“-ს ბიბლიოთეკაში სხვადასხვა სახის სოციალურ-ჰუმანიტარული და კულტურული ღონისძიებები აქტიურად იმართება, ხშირია საზოგადოებრივად აქტუალურ თემებზე „მრგვალი მაგიდები“, დისპუტები, შეხვედრები, შემოქმედებითი საღამოები. ეს ყოველივე კი აჩვენებს ბიბლიოთეკა ცოცხალია, რადგან სიცოცხლე აზროვნებაა, შრომაა, მოძრაობაა, ეს კი ნიშნავს რომ მოაზროვნე პიროვნება – ბიბლიოთეკარი ლილი გორდელაძე-მიმინოშვილისა უწყვეტად მოძრაობაშია, შრომობს.