მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროტესტი რკინიგზასთან – 6 რკინიგზელი შიმშილობს

კახეთის, კერძოდ გურჯაანის სალიანდაგო სამსახურში დასაქმებულმა – უჩა ხვთიასიაშვილმა, ვახტანგ ცისკარიშვილმა და აკაკი ჭარელიშვილმა 1 აგვისტოს მიმართეს პროფკავშირს დახმარებისთვის. რკინიგზის ადმინისტრაციამ მათ სამუშაო ადგილი მოულოდნელად შეუცვალა და კახეთიდან რეგიონის ნაცვლად ყოველ დილით სამსახურში გამოცხადება თბილისში მოსთხოვა, საიდანაც მარნეულში უნდა ევლოთ. (აქ მანძილის მითითება იქნება კარგი)
აღსანიშნავია, რომ სს. რკინიგზა დასაქმებულთა შემცირების ამ მეთოდს წლებია იყენებს და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი, 5 სასამართლო დავას ანალოგიურ შემთხვევებთან დაკავშირებით აწარმოებს.
პროფკავშირმა რკინიგზელებს პრობლემის მოლაპარაკებების გზით მოგვარება შესთავაზა, რომლის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაშიც, განიხილებოდა სამართლებრივი დავის წარმოება.
იმ მოტივით, რომ სამართლებრივი დავა შესაძლოა გაჭინაურდეს წლობით, რაც რკინიგზელთა ოჯახებს სერიოზულ ფინანსურ დარტყმა მიაყენებდა – გადაწყდა პროტესტის უკიდურეს ფორმად შიმშილობა აერჩიათ.
ყველა მოლაპარაკების მცდელობა რკინიგზის ადმინისტრაციასთან უშედეგო აღმოჩნდა. პროტესტის მქონე რკინიგზელებს უშუალო ხელმძღვანელი ამცირებდა, უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და უკან ისტუმრებდა. სს. რკინიგზის ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურის მიმართულების ხელმძღვანელი მათთან მოლაპარაკების შესაძლებლობასაც კი გამორიცხავდა.
რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა ვითარების ჩიხში შესვლის შემდეგ, სს. რკინიგზის ადმინისტრაციას, პრობლემის გადასაწყვეტად ერთკვირიანი ვადა მისცა და დაგეგმილ შიმშილობაზე განაცხადა.
15 აგვისტოს 12:00 საათზე ორმა დასაქმებულმა უჩა ხვთისიაშვილმა და ვახტანგ ცისკარიშვილმა შიმშილობა დაიწყო. რკინიგზამ ნაცვლად მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებისა, საინფორმაციო საშუალებებში გაავრცელა პროფკავშირისადმი ცილისმწამებლური განცხადება და პროცესს პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სამართალდამცველება მოშიმშილეებს, მათი კანონიერი უფლების გამოყენების საშუალება არ მისცეს და ღამის გასათევად გაშლილი კარავი ძალისმიერი მეთოდით დაუშალეს. მომხდარს სახალხო დამცველი, პრეზიდენტის ადმინისტრაციცა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ და შსს-ს მოუწოდეს დაუყოვნებლივ მშვიდობიანი აქციის მონაწილებისთვის კარვების გაშლის საშუალება მიეცათ, თუმცა ამ უფლებით სარგებლობა, მათ პროტესტის მე-4 დღესაც შეუზღუდეს. რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა საკითხის დაჩქარებული განხილვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.
შიმშილობის მეორე დღეს, მოშიმშილე ორი რკინიგზელიდან ერთ-ერთი, რომელმაც ღამე ფეხზე გაათენა, შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ექიმების დაჟინებული მოთხოვნით, რკინიგზელი ვახტანგ ცისკარიშვილი სახლში გადაიყვანეს, სადაც მასზე და მისი ოჯახის წევრებზე მთელი ღამის განმავლოაში ის სს.რკინიგზის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები ფიზიკურ და ფსიქოლოგიიურ ზეწოლას ახდენდნენ. მეორე დღეს კი საგანგებო პრესკონფერენციაზე საზოგადოებას ცისკარიშვილსი ხელმოწერილი დოკუმენტი გააცნეს, შიმშილობის შეწყვეტის და მანამდე წამოყენებულ მოთხოვნებზე უარის თქმის შესახებ.
ცისკარიშვილმა რკინზელთა ახალ პროფკავშირს მომხდარის შესხებ თავად შეატყობინა, სწორედ მომხდარმა განაპირობა რკინიგზის დეპარტამენტის შენობის წინ სპონტანური სოლიდარობის აქცია, რომელსაც სხვადასხვა რეგიონში დასაქმებული რკინიგზელები და საქართველოს პროფკავშირების დარგობრივი ოგანიზაციები შეუერთდნენ.
შიმშილობის აქციას შეუერთდნენ რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის პრეზიდენტი ვიტალი გიორგაძე, ამავე ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტი სხვა ლიდერები. სულ რვა ადამიანი. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს დაემატა პროვოკაციული განცხადებებისა და ქმედებების გამო, რკინიგზის პრესსამსახურის უფროსის დაჩი ცაგურიასა და ინფრასტრუქტურის დირექტორის ვასილ ხორავას დაუყოვნებლივ სამსახურიდან განთავისუფლება.
მოშიმშილეები აქციის შეწყვეტას, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.
რკინიგზის ადმინისტრაცია ტელევიზიით აცხადებს, რომ მზად არის დიალოგზე, თუმცა რეალურად ამ დრომდე არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დიალოგი შედგეს.