მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პრობლემები არსებობს, მაგრამ, საქართველოს შრომის კანომდებლობა დასავლეთისას ემსგავსება

logo-headerსაქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სახეცვლილი შრომის ახალი კოდექსი, უკვე საქართველოს პრეზიდენტის მაგიდაზეა. საქართველოს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები (რომელიც დიდი ხნის მანძილზე კრიტიკის ობიექტი იყო საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო) მნიშვნელოვან ნაბიჯად შეიძლება კავკასიური სახელმწიფოს კანონმდებლობის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის გზაზე.

ახალი კანონის წინა ვარიანტი ფართო კონსულტაციების შედეგად შემუშავდა და თავიდან მასში საქართველოს პროფკავშირული მოძრაობაც მონაწილეობდა. თუმცა, შემდგომ ეტაპზე, პროფკავშირის როლი, ამერიკის სავაჭრო პალატისა და მათი საპარლამენტო ლობის დახმარებით ადგილობრივი დამსაქმებლების წარმოებული კულუარული ლობირების შედეგად მნიშვნელოვნად შესუსტდა.

ახალი კანონმდებლობა გარკვეულწილად იცავს პროფკავშირებს დისკირმინაციისაგან და ზრდის მავნე და საშიშ პირობებში მომუშავეთათვის ანაზღაურებად შვებულებას. ასევე კრძალავს ორსული ქალების გათავისუფლებას და ზრდის დროებითი შრომისუუნარობის ხანგრძლივობის დებულებებს.

თუმცა, კოდექსი ასევე აწესებს არაგონივრულ აკრძალვებს გაფიცვის უფლებაზე; სამუშაო საათების, დედობის დაცვის და ზეგანაკვეთური და ღამის საათების ანაზღაურების საკითხებზე. კოდექსში დასაქმების კონტრაქტების დებულებები დამსაქმებლის სასარგებლოდაა გადახრილი.

ახალი კანონმდებლობა ასევე ვერ ახერხებს დაიცვას შრომის უსაფრთხოება და ნებას აძლევს დამსაქმებლებს მოახდინონ მასობრივი დათხოვნები პროფკავშირებთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე, მიუხედვაად იმისა, რომ ეს უფლებები განსაზღვრულია საქართველოს მიერ ხელმოწერილი ევროპის სოციალური ქარტიის დებულებებით.

“დამსაქმებელთა კულუარულმა მანევრებმა კიდევ ერთხელ  შეასუსტა კანონი, რომელსაც შეეძლო მართლაც სათანადოდ დაეცვა მშრომელები ექსპლუატაციისაგან. თუმცა, ახალი კანონის ძირითადი ნაწილები მაინც პოზიტიურია. მთლიანობაში, კანონი კანონმდებლების მიერ დაპირებულ ევროპულ სტანდარტებთან მინიმალურზე უფრო ნაკლებადაა დაახლოებული. როგორც კი ახალი კოდექსში ცვლილებები ხელმოწერილი იქნება პრეზიდენტის მიერ, მუშაობა მაშინვე უნდა დაიწყოს კიდევ არსებული საკანონმდებლო დეფიციტების აღმოსაფრხველად, რათა საქართველო მოყვანილ იქნას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და ევროპაში მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაში “ – განაცხადა პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC)-ს გენერალურმა მდივანმა – შარონ ბაროუმ. მან ასევე დასძინა, რომ ITUC და ამ ორგანიზაციის ევროპელი კოლეგები მონიტორინგს და ამ საკიტხებტან დაკავშირებით ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ.

http://www.ituc-csi.org/georgia-inches-towards-labour-law