მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პორტის თანამშრომლების აქცია ბათუმში

ბათუმის პორტის დათხოვნილმა თანამშრომლებმა გუშინ, 5 იანვარს აქცია გამართეს. მათ პორტის ამჟამინდელი თანამშრომლებიც შეუერთდნენ.

აქცია, რომელშიც 100-მდე ადამიანი მონაწილეობდა, 10.00 საათზე დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა.

ბათუმის პორტის ადმინისტრაციამ 35 თანამშრომელი 2014 წლის 31 დეკემბერს დაითხოვა. 5 იანვარს აქციის მონაწილეები პორტის დირექტორთან ითხოვდნენ შეხვედრას.

“ჩვენ ჟურნალისტებისგან ვიცით, რომ თითქოს 200-200 ლარს შეგვინარჩუნებს მარტამდე, მაგრამ ჩვენ ამას დავთანხმდებით იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტს უვადოდ გაგვიფორმებენ; ხოლო გაზაფხულიდან თუ წამოვა ტვირთები, ხელფასებს გაგვიზრდიან, რადგან ჩვენ მიზერულ ანაზღაურებაზე ვმუშაობთ“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე იმედა დოლიძე.

ბათუმის ნავსადგურის დირექტორის მოადგილემ, ლევან ფაილოძემ განაცხადა, რომ პორტის ადმინისტრაცია მზად არის დათხოვნილ თანამშრომლებს ხელფასები – 200-200 ლარი და დაზღვევა შეუნარჩუნოს. ლევან ფაილოძის თქმით, ეს შეთავაზება აისახება “ოფიციალურ მემორანდუმში“, რომელსაც ადმინისტრაცია აქციის მონაწილეებთან გააფორმებს. რაც შეეხება უვადო ხელშეკრულებას, ლევან ფაილოძის თქმით, “ეს გამორიცხულია“, ხოლო “ხელფასების მომატებაზე საუბარი არ ყოფილა“.

ბათუმის პორტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ლევან ჯობავას თქმით, თანამშრომლები მას შემდეგ დაბრუნდებიან სამსახურში, რაც პორტის ტვირთბრუნვა გაიზრდება.

“ტვირთბრუნვის გაზრდის შემდეგ ამ ხალხს ის ხელშეკრულებები აღუდგებათ და ამ სამი თვის განმავლობაში ჩვენ მათ მივცემთ კონპენსაციას 200 ლარის ოდენობით და ვუტოვებთ სამედიცინო დაზღვევას“, – განაცხადა ჯობავამ.portbatum

ინფორმაციის წყარო: http://www.netgazeti.ge/GE/105/News/40038/