„სოლიდარობა“ – აღიარების 47 წელი
სტატიის ავტორი; დავით არაბიძე
1980 წლის 31 აგვისტოს პოლონეთის ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემდა ისტორიულ მოვლენას, ბალტიის ზღვის სანაპირო ქალაქ გდანსკის გემთსაშენ ქარხანაში პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის დელეგაცია, მეჩისლავ იაგელსკის ხელმძღვანელობით შეხვდა ქარხანათაშორისი საგაფიცვო კომიტეტის თავმჯდომარეს, ქარხნის ელექტრიკოსს ლეხ ვალენსას და მასთან მთავრობის სახელი ხელი მოაწერა 21 პუნქტიან შეთანხმებას. იმავ დროულად ანალოგიური შეთანხმება ხელმოწერილ იქნა შეცინისა და იასტშემბის (სილეზია) საგაფიცვო კომიტეტებთან. 1939 წლის შემდეგ პირველად როგორც პოლონეთში, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლებელი გახდა სახელმწიფოსა და მუშათა დამოუკიდებელ საზოგადოებრივ გაერთიანებას შორის ორმხრივი დოკუმენტის გაფორმება. შეთანხმება სოციალურ, შრომით, ეკონომიკურ, პროფესიულ საკითხებთან ერთად ითვალისწინებდა ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების დაწყებას, მთავრობის მხრიდან ოპოზიციის პოლიტიკური დევნის შეწყვეტას, 1970 წლის დეკემბერს გდანსკში დაღუპული მუშების საპატივცემულოდ ძეგლის დადგმას. ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმებაში იყო პოლონელი მუშების დამოუკიდებელი და თვითმმართველი პროფკავშირული გაერთიანების „სოლიდარობის“ დე-ფაქტო ცნობა სახელმწიფოს მხრიდან. ეს ცნობა საბოლოოდ დაგვირგვინდა 1980 წლის 10 ნოემბერს, როდესაც ვარშავის სავოევოდოს სასამართლომ, პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის კონსტიტუციის დაცვის საფუძველზე, იურიდიული პირის სტატუსით, რეგისტრაციაში გაატარა პოლონელ მუშა-მოსამსახურეთა დამოუკიდებელი და თვითმმართველი პროფკავშირული გაერთიანება „სოლიდარობა“. ამით თავისუფალი პროფკავშირების იდეამ რეალური განხორციელება იწყო მთელს პოლონეთში.
სახელმწიფოს მხრიდან დამოუკიდებელ საზოგადოებრივ გაერთიანებასთან ამგვარი შეთანხმების დადება, თავისუფალი პროფკავშირების დე-ფაქტო და დე-იურე აღიარება განაპირობა მუშათა გაფიცვებმა მთელს პოლონეთში, განსაკუთრებით მსხვილ საწარმოებსა და სამთამადნო-მოპოვებით დარგებში. ისეთი დიდი სამრეწველო ცენტრები, როგორიც არის დედაქალაქი ვარშავა, ქალაქები ლიუბლინი, გდინა, გდანსკი, შეცინი, კატოვიცე, ლოძი, კრაკოვი, ვროცლავი, სამთამადნო მოპოვების რეგიონი სილეზია – ქალაქ იასტშემბით მუშათა თვითმმართველი გაერთიანებების მიერ მოცული იქნა საყოველთაო გაფიცვით. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამომავალი ჟურნალი „შპიგელი“-ს კორესპონდენტი ამგვარად აღწერდა ერთ-ერთ ასეთ გაფიცვას გემთმშენებელ ქარხანაში: „გაფიცვა გემთსაშენში საფუძვლიანად იყო მომზადებული მუშათა დაცვის კომიტეტის წევრებისა და მხარდამჭერების მიერ. საამქროებში იმყოფებოდნენ მცოდნე ინსტრუქტორები, რომლებიც მუშებს ასწავლიდნენ რკინის საგაფიცვო დისციპლინას… სურსათი, პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები და ქაღალდი პროკლამაციებისთვის წინასწარ იყო მომარაგებული. ასევე წინასწარ იყო დამყარებული კავშირი ბალტიის ზღვის სანაპირო რაიონის ყველა საწარმოსთან.“
ნიშანდობლივი ფაქტია რომ ქალაქების მუშა-მოსამსახურეთა მხრიდან თვითმმართველი გაერთიანების შექმნა, სამაგალითო და გადამდები აღმოჩნდა სოფლის მცხოვრებთათვის და 1981 წლის მარტში გლეხთა „სოლიდარობაც“ დაფუძნდა.
1980 წლის 31 აგვისტო და დამოუკიდებელი და თვითმმართველი პროფკავშირული გაერთიანება „სოლიდარობა“ ის წყალგამყოფი მიჯნა აღმოჩნდა, რომელმაც დაასრულა პოლონეთში არსებული, ძველი პროფკავშირული ცხოვრება, რითაც საფუძველიდაედო თავისუფალი პროფკავშირების მოძრაობას, როგორც ამ ქვეყანაში, ასევე მის გარეთაც.
საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობისთვის 1980 წლის 31 აგვისტო მნიშვნელოვანი თარიღიათავისუფალი პროფკავშირის, როგორც სრულუფლებიანი, სუვერენული სუბიექტისაღიარების თვალსაზრისით. ეს დღე თავისუფალი პროფკავშირი იდეის განხორციელების საწყისი დღეა, რადგან ამ დღიდანთავად მშრომელებმა დამოუკიდებლად, თვითმართველობის საფუძველზე პროფკავშირად გაერთიანებულებმაიწყეს სოციალური, შრომითი, ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული უფლებების და ინტერესების წარმომადგენლობა