მიმდინარეობს საიტის განახლება

პირველი მაისი შეიძლება უქმე დღედ გამოცხადდეს!

დღეს, 12 საათზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ სამმხრივი კომისიის შეკრებას და ქმედით ფუნციონირებას პროფკავშირები პერმანენტულად ითხოვდა. ითხოვდა შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების:- დაკანონებული ზეგანაკვეთური შრომისა სხვა ნორმებისა და  ცვლილებების უზრუნველყოფას და ცხოვრებაში გატარებას.

ბოლო პერიოდში გახშირებული კონფლიქტები დამსაქმებლებთან, როგორც კერძო ისე საჯარო სექტორში სწორედ დიალოგის არარსებობის გამო მწვავდებოდა. დიალოგის და კოლექტიური მოლაპარაკების უზრუნველყოფა აუცილებელია, რათა დამკვიდრდეს სტაბილურობა საწარმოებში და დასაქმებულებისა ეკონიმკური უუფლებობდან გამომდინარე პროტესტითა და გაფიცვებით არც ერთი მხარე არ დაზარალდეს.

ეს არის საკითხები, რომლებიც პროფკავშირები პრემიერისა და სამმხრივი კომისიის წევრების წინაშე 1 მაისის შეხვედრაზე დააყენა. სასიამოვნოა, რომ პრემიერ მინისტრმა სამმხრივი კომისიის პირველი სხდომა და მშრომელთა უფლებებზე საუბარი სწორედ მშრომელთა საერთაშორისო დღეს დაამთხვია.

შეხვედრის შემდეგ,15:00 საათზე საქართველოს პროფკავშირებმა რუსთაველის გამზირზე ტრანდიციულ საპირველმაისო მსვლელობა მოაწყო და საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნეს თუ რატომ ირჩევენ ევროპას.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მიმართა, რომ პირველი მაისი, შრომის საერთაშორისო დღე საქართველოში უქმე დღედ გამოცხადდეს.  ამის შესახებ შრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ აქციაზე პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პრემიერმა დღეს სამმხრივი კომისიის სხდომა გამართა, სადაც პროფკავშირებს მიეცათ საშუალება, არსებული პრობლემების შესახებ საკითხები დაეყენებინათ.
პეტრიაშვილის თქმით, მან მიაწოდა პრემიერ-მინისტრს ინფორმაცია, საქართველოს ფოსტაში, რკინიგზასა და სხვადასხვა დაწესებულებებში არსებული პრობლემების, კონფლიქტების შესახებ და მიიღო დაპირება პრობლემების უსწრაფესად მოგვარებაზე.
“ყველა ჩვენს ინიციატივას და შენიშვნას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ამასთან, ვთხოვეთ პრემიერს, რომ შრომის საერთაშორისო დღე საქართველოში უქმე დღედ გამოცხადდეს, რის შემდეგაც პრემიერმა მიმართა დავით სერგეენკოს და მომავალი წლიდან შრომის საერთაშორისო დღე შესაძლებელია უქმე დღე იყოს”, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

პირველი მაისის დღის აღსანიშნად წვიმის მიუხედავად, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის, სამტრედიიდან, ზესტაფონიდან, რუსთავიდან, ფოთიდან, გორიდან, ჭიათურიდან სპეციალურად აღნიშნული აქციისთვის ჩამოვიდნენ. აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად გაიარეს ევროკავშირის “კარში“, რომელიც აქციაზე სპეციალური კონსტრუქციის სახით იყო მიტანილი.  აქციის მონაწილეებს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის გარდა, პროფკავშირების დარგების ლიდერებმა და ახალგაზრდებმაც მიმართეს. აქციის ბოლოს, მუსიკოსმა რობი კუხიანიძემ მუშათა სოლიდარობის მიზნით, საკუთარი რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

აქვე შეგახსნებთ სამმხრივი კომისიის შემადგენლობას, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა.

) საქართველოს მთავრობა:

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი,
კომისიის თავმჯდომარე;

დიმიტრი მახათაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის
მინისტრის პირველი მოადგილე;

ქეთევან ნატრიაშვილი საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის
პირველი მოადგილე;

ალექსანდრე ბარამიძე – საქართველოს იუსტიციის
მინისტრის პირველი მოადგილე;

თენგიზ შერგელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის მინისტრის
პირველი მოადგილე;

ნათია მიქელაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის მოდგილე;

) დასაქმებულთა გაერთიანებები:

ირაკლი პეტრიაშვილი – საქართველოს პროფესიული კავშირების
გაერთიანების თავმჯდომარე, მხარის
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების
მქონე პირი;

გოჩა ალექსანდრია – საქართველოს პროფესიული კავშირების
გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე;

ილია ვერძაძე – პროფესიული კავშირების აჭარის
რესპუბლიური გაერთიანების თავმჯდომარე;

მაია კობახიძე პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი
პროფესიული კავშირის პრეზიდენტი;

ნუგზარ ჭინჭარაული – საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული
კავშირის თავმჯდომარე;

თამაზ დოლაბერიძე – მეტალურგიული, სამთო და ქიმიური
მრეწველობის მუშაკთა პროფესიული
კავშირის თავმჯდომარე;

) დამსაქმებელთა გაერთინებები:

ელგუჯა მელაძე – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია,
მხარის წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების მქონე პირი;

მიშა კორძახია – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია;

ირმა დაუშვილი – მეწარმე ქალთა ასოციაცია;

კახა კოხრეიძე – საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა
ასოციაცია;

არჩილ ბაკურაძე – საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების
განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაცია;

შალვა ალავერდაშვილი – საქართველოს სასტუმროებისა და
რესტორნების ფედერაცია.pir