საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ლიდერი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს. შეხვედრები გაიმართა პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის პრეზიდენტ შარან ბაროუსთან (ITUC) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) დირექტორ გაი რაიდერთან.
ხანგრძლივი შეხვედრისას, რომელმაც საათნახევარზე მეტხანს გასტანა, საუბარი შეეხო საქართველოს პროფკავშირების გამოწვევებს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, პროფკავშირების მე 13 – საარჩევნო საანგარიშო ყრილობის პერიოდში, ბიზნესმენთა მხრიდან, ასევე ხელისუფლებაში მყოფი მცირე პოლიტიკური ჯგუფის გავლენებით წარმოებული – ანტიპროფკავშირული კამპანია, მისი შედეგები და პროფკავშირებისთვის მიყენებული ზიანი.
პროფკაშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) პრეზიდენტმა, საქართველოს პროფკავშირებს რეკომენდაცია მისცა დაუბრუნდნენ სამმხრივ ფორმატს. შსო-ს (ILO) გენერალურმა დირექტორმა, გაი რაიდერმა კი პეტრიაშვილთან დამატებითი, შეხვედრის სურვილი გამოთქვა, რომელიც მოგვიანებით შედგა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) გენერალურმა მდივანმა, აღნიშნა რომ ის პირადი ამაგი აქვს საქართველოს პროფკავშირების განვითარების და წინა ხელისუფლების პირობებში, ორგანიზაციის ლიდერების ფიზიკური გადარჩენის პროცესში.
” წინა ხელისუფლების დროს, კრიზისულ პერიოდებში ორჯერ ვიყავი ვიზიტით საქართველოში და ახლაც მზად ვარ ყველა ძალისხმევას მივმართო თუ ამის საჭიროება არის. აქვე გეტყვით, რომ აუცილებელია თქვენ (პროფკავშირები), ქვეყნის ხელისუფლება და დამსაქმებლები სამმხრივ მოლაპარაკებათა ფორმატში დაბრუნდეთ. მეორეს მხრივ, სამმხრივი კომისიაც უნდა იყოს ადეკვატური და რეალურ პარტნიორობაზე ორიენტირებული” -განაცხადა გაი რაიდერმა. შსოს ხელმძღვანელი უახლოეს დღეებში აპირებს, წერილობით მიმართოს საქართველოს მთავრობას და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ შრომის სართაშორისო ორგანიზაცია (ILO) გაეროს (UN) ყველაზე დიდი და გავლენიანი სტრუქტურაა გლობალური მასშტაბით. ევროკავშირიც კი, რომელსაც არ აქვს ცალკე შრომის საექსპერტო დეპარტამენტი და მთლიანად შსო-ს კონვენციებით, სტანდარტებით და რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს.
ირაკლი პეტრიაშვილმა შეხვედრისას გაი რაიდერის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მისთვისაც სამმხრივი ფორმატი უალტერნატივოა, თუმცა ის უნდა პასუხობდეს რეალურ პრობლემებს და სოციალური მშვიდობის დამყარებაზე იყოს ორიენტირებული. საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის განცხადებით, მას ღრმად სწამს, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრი არ ყოფილა ჩართული პროფკავშირებთან დაკავშირებულ მოვლენებში და აქიდან გამომდინარე არსებობს რესურსი აღდგეს სამხრივი პარტნირობა – თუ ამის სურვილი დანარჩენ სოციალურ პარტნიორებსაც გააჩნიათ, განსაკუთრებით კი იქნება პრემიერ მინისტრის დაინტერესება.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ლიდერი და პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის პრეზიდენტი (ITUC), საქართველოს პროფკავშირებს სრულ მხარდაჭერს უცხადებენ.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება