მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პეტრიაშვილი შსო-ს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

 

ირაკლი პეტრიაშვილმა ღონისძიების მონაწილე 100 მდე ქვეყნის წარმომადგენელს, შრომით უფლებებთან დაკავშირებით, საქართველოში შექმნილი რეალობა გააცნო. პეტრიაშვილმა ყურადღება გაამახვილა – ცალკეულ სახელმწიფო კომპანიებში, მათ შორის სს “საქართველოს ფოსტა“სა და სს „საქართველოს რკინიგზა“ში, პროფკავშირების დევნისა ფაქტებსა და ადმინისტრაციის მხრიდან ყვითელი პროფკავშირების შექმნის შემთხვევებზე, ასევე მსხვილ კომპანია “RMG Gold”-სა და კორპორაცია „ევექს“ში ადმინისტრაციის მხრიდან პროფკავშირული ორგანიზაციების დაშლისთვის გაწეულ ძალისხმევაზე.

საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარემ და ამავდროულად, პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტმა, ვრცლად ისაუბრა – შრომის  გლობალურ პრობლემებზე და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა იბრძოლოს არა პრობლემით გამოწვეულ შედეგებთან, როგორიცაა შრომითი მიგრაციული პროცესები, არამედ ამ პრობლემის საფუძველთან, რაც მდგომარეობს ასოცირების თავისუფლების შეზღუდვაში და ღირსეული შრომის პირობების და უსაფრთხო შრომის სტანდარტების არარსებობაში ნაციონალურ დონეზე. „იმისათვის, რომ ეფექტურნი ვიყოთ საერთაშორისო გამოწვევების წინაშე,  საჭიროა ქმედითი და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სახელმწიფოდან – სახელმწიფომდე. მოქმედებების დაწყება უკვე დღეს არის საჭიროა!“- განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

საქართველოს პროფკავშირის დელეგაციამ, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, მუშათა აქტივობების ბიუროს დირექტორთან მარია ჰელენა ანდრესთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული მდგომარეობა და შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტები – ცალკეულ სექტორებსა და კომპანიებში.

ირაკლი პეტრიაშვილმა მუშათა აქტივობების ბიუროს ხელმძღვანელებს სთხოვა, მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ საქართველოს, სადაც შრომის უსაფრთხოების მარეგულირებელი მექანიზმების  და სათანადო საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობის პირობებში, სახეზეა სამუშაო ადგილებზე ლეტალური შემთხვევების შემაშფოთებელი სტატისტიკა – 431-ი დაღუპული.

20170609_100943