პეტრიაშვილი მხარდაჭერას ყაზახ და ბელორუს პროფკავშირლებს უცხადებს

ITUC-ის პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს პრეზიდენტის და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის რანგში, ირაკლი პეტრიაშვილმა სპეციალური მიმართვა გაუგზავნა ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს და მხარდაჭერა გამოუცხადა ყაზახეთის დამოუკიდებელი პროფკავშირის ყოფილ ხელმძღვანელს ლარისა ხარკოვას. ირაკლი პეტრიაშვილი შეშფოთებას გამოთქვამს ყაზახეთის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, რის შედეგადაც ლარისა ხარკოვას, დაეკისრა უსაფუძვლო სანქციები.
ირაკლი პეტრიაშვილი: „მინდა თქვენ ყურადრება მივაპყრო იმ გარემოებაზე, რომ ამგვარი დაუფარავი ყალბი ბრალდებები და დადგმული სასამრთლო პროცესები სერიოზულ ზიანს აყენებს ყაზახეთის საერთაშორისო პრესტიჟსა და რეპუტაციას და ქვეყანა, რომელიც შეიძლება ჩაგვეთვალა „წინ მავალ“ სახელმწიფოდ რეგიონში, დღეს იგი განიხილება როგორც უკანონობის და „თეთრ-წერტილად“ დემოკრატიის რუქაზე.
პროფკავშირების საქმიანობის, ადამიანის უფლებების და ასოცირების თავისუფლების შეზღუდვა ყაზახეთში არ არის იმ ქვეყნის ერთი ყოველდღიური პრობლემა რომელსაც თქვენ უდგახართ სათავეში – ეს არის გამოწვევა მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის, ყოველი პროფკავშირული ორგანიზაციისთვის, ისევე როგორც მათი ინდივიდუალური წევრებისთვის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ყაზახეთის პროფკავშირები არიან ITUC-ის წევრები, თქვენ და თქვენს ქვეყანას უკვე ყავს 176 მილიონი აქტიური კრიტიკოსი, რომლებიც წარმოადგენენ 328 ორგანიზაციას მსოფლიოს 162 ქვეყანაში. და ეს ციფრები პერმანენტულად იზრდება!
ბატონო პრეზიდენტო,
როგორც ქართველი და იგივე რეგიონის წარმომადგენელი, მე ვარ უშუალო მოწმე თუ როგორ შეუძლია სახელისუფლებო უწყებების არასწორმა ქმედებამ ან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევების მიმართ ლიდერთა გულგრილობამ მიგვიყვანოს იმ შეუქცევად პროცესებამდე, რომლებიც იწვევს დემოკრატიის და იმ პრინციპების ეროზიამდე, რომლებსაც ეფუძნება მთელი თანამედროვე ცივილიზებული სამყარო . ამიტომ მოგიწოდებთ, რომ კიდევ ერთხელ შეაფასოთ ის დიდი ზიანი, რომელიც ყაზახეთის ხელისუფლების უკანონი ქმედებას შეუძლია მოუტანოს თქვენს ქვეყანას დღეის შემდეგაც, გამოიყენოთ კონსტიტუციით მონიჭებული უფლებები და გამოავლინოთ თქვენი პირადი ნება, როგორც ქვეყნის პრეზდენტმა, რათა შეაჩეროთ პროფკავშირული მოძრაობის დევნა, ზეწოლა ასოცირების თავისუფლებაზე და კონსტიტუციით, საერთაშორისო სტანდარტებით და უნივერსალური კონვენციებით გარანტირებული მშრომელთა უფლებების დარღვევა ყაზახეთში“ – ნათქვამია ირაკლი პეტრიაშვილის წერილში. 


საპოტესტო წერილი გაეგზავნა ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს სახელზეც, სადაც ირაკლი პეტრიაშვილმა გააპროტესტა „ბელორუსიის დემოკრტიული პროფკავშირების კონგრესზე და „რადიო-ელექტრონული ინდუსტრიის პროფკავშირის“ (REP) მიმართ განხორციელებული ზეწოლა, დევნა და გადამეტებული ძალის გამოყენებით ლიდერთა დაპატიმრება ბელორუსიის სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ირაკლი პეტრიაშვილი: „მოგიწოდებთ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ბერკეტები, რათა შეწყდეს თავისუფალი პროფკავშირების დევნა და მიიღოთ ზომები, რათა შეიქმნას ნორმალური პირობები პროფკავშირული ორგანიზაციების საქმიანობისა და აქტივობებისთვის.“